საბა ხერგიანი
საბა ხერგიანი არის ACT Institute-ის აღმასრულებელი ლიდი და მენეჯმენტის კონსულტანტი ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისა და გაციფრულების მიმართულებით. ტრენერის როლში ის მომავალ ლიდერებს ბიზნესის ექსპერტიზასა და თანამედროვე მენეჯმენტის პრაქტიკულ მიდგომებს უზიარებს.
საბას გამოცდილება მოიცავს ბიზნესის სტრატეგიული განვითარების, ორგანიზაციული ტრანსფორმაციის, ციფრული პროდუქტების განვითარებისა და კვლევითი ინსაითების პროექტებს ბიზნესის, არასამთავრობო და საჯარო სექტორებში.
საბა არის მენეჯმენტის დოქტორი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი და PMI Agile Certified Practitioner (PMI-ACP). მას 2017 წლიდან აქვს ტრენერობისა და ლექტორობის გამოცდილება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში. ის არის სერტიფიცირებული ტრენერი, რამდენიმე ქართული უნივერსიტეტის ლექტორი და Erasmus+ საერთაშორისო პროექტების ფასილიტატორი.












