თანამშრომლები ხშირად განიცდიან გადატვირთვას, უჭირთ ამოცანების პრიორიტეტიზაცია და დროის ეფექტურად მართვა, რაც იწვევს დედლაინების დარღვევას, სტრესს და დაბალ პროდუქტიულობას. ხშირად ინდივიდებს უწევთ პროკრასტიანციასთან გამკლავება, რაც არაეფექტიანობას განაპირობებს.
ჩვენი ტრენინგი „პროდუქტიულობა, როგორც უნარი - პრიორიტეტიზაცია, დროის მართვა“ მონაწილეებს ასწავლის პრაქტიკულ ტექნიკებსა და სტრატეგიებს, რათა უკეთ მართონ საკუთარი დრო, გამოავლინონ „დროის მჭამელები“ და მათთან გამკლავება ისწავლონ, მოახდინონ ამოცანების პრიორიტეტიზაცია და მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგებს ნაკლები სტრესით.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქტიულობა და დროის მართვის უნარები.
მენეჯერები და გუნდის ლიდერები
პროექტის მენეჯერები
ინდივიდები, რომლებიც ეძებენ პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობებს
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაზრდილ ინდივიდუალურ და გუნდურ პროდუქტიულობას - დროის ეფექტური მართვა ზრდის შედეგიანობის მაჩვენებელს.
შემცირებულ სტრესს - უკეთესი ორგანიზება ამცირებს გადატვირთულობას, ქაოტურობასა და სპონტანურობას.
პროცესების დროულ მართვას - ამოცანების სწორი პრიორიტეტიზაცია უზრუნველყოფს დროულ შესრულებას.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
დროის მართვის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას.
ამოცანების ეფექტურად პრიორიტეტიზაციას და მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებას.
„დროის მჭამელების“ გამოვლენას და ელიმინაციას
ყურადღების მართვას და კონცენტრაციის გაუმჯობესებას.
პროკრასტინაციის დაძლევას და საქმის დროულად დაწყებას.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს პროდუქტიულობის გაზრდის ყველა ძირითად ასპექტს, დროის მართვიდან ყურადღების მართვამდე.
პროდუქტიულობის საფუძვლები: რა არის პროდუქტიულობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.
დროის მართვის ტექნიკები
პრიორიტეტიზაცია
ყურადღების მართვა და კონცენტრაცია: როგორ ავირიდოთ თავიდან ყურადღების გაფანტვა და შევინარჩუნოთ ფოკუსი.
პროკრასტინაციის დაძლევა: მიზეზების გაგება და ეფექტური სტრატეგიები.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
4-8 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები