„მე და ორგანიზაციული გარემო“ რუსუდან თელიას საავტორო პროგრამა | ACT Institute

/

/

„მე და ორგანიზაციული გარემო“ რუსუდან თელიას საავტორო პროგრამა

„მე და ორგანიზაციული გარემო“ რუსუდან თელიას საავტორო პროგრამა

მართე შინაგანი დინამიკა და უკეთესობისკენ შეცვალე სამუშაო გარემო.

პროგრამის ავტორის შესახებ

რუსუდან თელია - ორგანიზაციის ფსიქოლოგი, მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტი და EAGT-ის (European Association for Gestalt Therapy) პრაქტიკოსი გეშტალტ-თერაპევტია. იგი არის ACT Global-ის თანადამფუძნებელი და ACT ინსტიტუტის ტრენერ-კონსულტანტი ორგანიზაციული განვითარებისა და ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის მიმართულებით. მისი პროფესიული პრაქტიკა აერთიანებს ფსიქოლოგიის აკადემიურ და გამოყენებით ცოდნას, ორგანიზაციებისა და გუნდების მართვის მრავალწლიან (20+) გამოცდილებას.

რუსუდან თელიას საავტორო პროგრამა „მე და ორგანიზაციული გარემო“ წარმოადგენს ინდივიდის ფსიქოლოგიის, მენეჯმენტის, ორგანიზაციული კულტურის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ სიღრმისეულად გამოიკვლიონ თუ როგორ მოქმედებს პირადი გამოცდილება, ემოციური რეაქციები და ქცევითი პატერნები სამუშაო ურთიერთობებსა და ორგანიზაციულ კლიმატზე; როგორ შეიძლება მათი გაცნობიერებული მართვა პროფესიული ეფექტიანობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

პროგრამა განკუთვნილია როგორც მენეჯერულ, ისე არამენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პროფესიონალებისთვის, ვისთვისაც კოლეგებთან ურთიერთობები, გუნდური პროცესები და ორგანიზაციული ატმოსფეროს შექმნა საქმიანობის ძირითად ასპექტს წარმოადგენს.

პროგრამის კონცეფცია

თანამედროვე ორგანიზაციების გამოწვევები იშვიათად არის მხოლოდ სტრუქტურული ან ტექნიკური. უმეტეს შემთხვევაში სირთულეები ჩნდება იქ, სადაც ერთმანეთს ხვდება ადამიანური ემოცია, პირადი გამოცდილება და სამუშაო როლი. სტრესის, ცვლილებებისა და გაურკვევლობის პირობებში მენეჯერისა თუ პროფესიონალის შინაგანი რეაქციები - შიში, კონტროლის სურვილი, დაცვითი სტრატეგიები და ურთიერთობის ავტომატური პატერნები- ხშირად განსაზღვრავს არა მხოლოდ საკუთარ ქცევას, არამედ გუნდისა და ორგანიზაციის კლიმატს.

თანამედროვე პროფესიონალიზმი მოითხოვს არა მხოლოდ მენეჯმენტის ტექნიკების ცოდნას, არამედ შინაგანი პროცესების გაცნობიერებულ მართვას.

რუსუდან თელიას საავტორო პროგრამა „მე და ორგანიზაციული გარემო“ სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს.

პროგრამა ავითარებს უნარს დაინახო, როგორ ქმნის შენი შინაგანი დინამიკა ორგანიზაციულ რეალობას და როგორ შეიძლება ამ რეალობის გაცნობიერებული შეცვლა.

პროგრამის მიზანია მენეჯერებსა და პროფესიონალებს დაეხმაროს:

  • საკუთარი ავტომატური რეაქციებისა და ტრიგერების ამოცნობაში;

  • რთულ სამუშაო სიტუაციებში ემოციური რეგულაციის გაძლიერებაში

  • დაცვითი მექანიზმებისა და პიროვნული ტენდენციების გაცნობიერებაში;

  • კონფლიქტის ფსიქოლოგიური მექანიზმების გაგებაში, მის პრევენციასა თუ მართვაში;

  • ფსიქოლოგიურად უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს შექმნაში;

  • ორგანიზაციული კლიმატის „უხილავი“ დინამიკის დანახვასა და მასზე გაცნობიერებულ გავლენაში.

პროგრამა აერთიანებს გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და ტრავმა-ინფორმირებულ მიდგომებს, გეშტალტ-ფსიქოლოგიისა და ორგანიზაციული განვითარების ინსტრუმენტებს. იგი არ წარმოადგენს ჯგუფურ თერაპიას, არამედ ქმნის პროფესიული განვითარების სივრცეს, სადაც მონაწილეები იღებენ სიღრმისეულ ფსიქოლოგიურ ცოდნას, სწავლობენ გამოცდილებით და ეცნობიან პრაქტიკულ სამუშაო ინსტრუმენტებს.

„მე და ორგანიზაციული გარემო“ არის პროგრამა მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილების, ემოციური და ქცევითი პატერნების გავლენა ორგანიზაციულ და გუნდურ ატმოსფეროზე, იმუშაოს ცოცხალი, ჯანსაღი და მდგრადი სამუშაო კლიმატის შექმნისთვის.

ჯგუფური მუშაობის პარალელურად, პროგრამა ითვალისწინებს თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ მხარდაჭერას: კურსის განმავლობაში თქვენ გექნებათ ერთი პერსონალური სესია რუსუდან თელიასთან, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო სიღრმისეულად და კონფიდენციალურ გარემოში დაამუშაოთ თქვენი კონკრეტული პროფესიული გამოწვევები და პირადი ტრიგერები.

ვისთვისაა ეს პროგრამა

 პროგრამა განკუთვნილია მენეჯერებისა და პროფესიონალებისთვის, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ადამიანებზე, გუნდურ პროცესებსა და ორგანიზაციულ კლიმატზე. პროგრამა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც:

  • ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, დეპარტამენტს ან გუნდს და სურს უკეთ გააცნობიეროს, როგორ მოქმედებს მისი პირადი სტილი და რეაქციები სამუშაო ურთიერთობებსა და შედეგებზე;

  • იღებს გადაწყვეტილებებს სტრესისა და გაურკვევლობის პირობებში და სურს გააძლიეროს ემოციური სიმტკიცე და განსჯის სიცხადე;

  • აწყდება რთულ საუბრებს, კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებს გუნდში და ეძებს უფრო გაცნობიერებულ და ეფექტიან ურთიერთობის გზებს;

  • სურს შექმნას ნდობაზე და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო და ორგანიზაციულ კლიმატზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს;

  • ინტერესდება ადამიანური ქცევის სიღრმისეული მექანიზმებით და სურს ახალი პერსპექტივით შეხედოს საკუთარ პროფესიულ როლს;

  • მზად არის თვითშემეცნების, ფიქრისა და ქმედების ახალ საფეხურზე გადასვლისთვის.

პროგრამის მოდულები

მოდული

მთავარი კომპეტენციები

1. ორგანიზაცია, როგორც უხილავი სისტემა

  • ველის პერსპექტივით ხედვისა და ორგანიზაციული გარემოს უხილავი დინამიკის დანახვა.

2. პირადი ისტორია და სამუშაო გამოცდილება

  • პირადი პატერნებისა და ტრიგერების ამოცნობა.

3. ტრავმა, სირცხვილი და დანაშაულის განცდა სამუშაო გარემოში

  • ემოციური ტრიგერების გაცნობიერება და მასთან მუშაობის პრაქტიკული უნარების განვითარება.

4. ეგო და პროფესიული იდენტობა

  • ეგო-სტრატეგიების გაცნობიერება და პროფესიული იდენტობის მოქნილობის გაზრდა.

5. შიში, როგორც მმართველი ძალა

  • პროფესიულ საქმიანობაში შფოთვის ამოცნობა;  სისტემური დაძაბულობის დანახვა და მართვა.

6. პროექცია, „ჩრდილი“ და კონფლიქტი ურთიერთობებში

  • პროექციების ამოცნობა და კონფლიქტის ბუნების სიღრმისეული გაგება

7. რეაქციიდან გაცნობიერებულ არჩევნამდე

  • სტრესულ სამუშაო სიტუაციებში ემოციური რეგულაციის სტრატეგიების განვითარება და

    მათი ქმედებაში გადატანა.

8. რეზისტენტობა, ნდობა და ინტეგრაცია

  • რეზისტენტობის მართვა; ნდობის ველის შექმნა ცვლილების პროცესში და ახალი პრაქტიკების ინტეგრაცია.

მეთოდოლოგია

  • თეორია (20%) — მოკლე, ინფორმატიული კონცეპტუალური ჩარჩოები, რის მიხედვითაც ხდება საკითხების დამუშავება

  • პრაქტიკული სავარჯიშოები და სიმულაციები (40%) — სხეულზე ორიენტირებული სავარჯიშოები, როლური თამაშები, ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები.

  • ქეისების ანალიზი და განხილვა (20%) — რეალური სიტუაციების განხილვა და მონაწილეებთან გაზიარება.

  • რეფლექსია და პირადი ჩანაწერები (20%) — საკუთარი “შინაგანი პროგრამების” გაცნობიერება, “გადაწერა”და ახალი გამოცდილების ინტეგრირება.

პროგრამის შედეგები

პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • გააცნობიერონ საკუთარი „შინაგანი პროგრამები“

  • ამოიცნონ ტრიგერები და თავდაცვის სტრატეგიები;

  • მართონ ემოციები რთულ სამუშაო სიტუაციებში;

  • შექმნან ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო გუნდისთვის;

  • გარდაქმნან კონფლიქტი განვითარების შესაძლებლობად.

პროგრამის დეტალები

  • მონაწილეობა: წინასწარი გასაუბრების საფუძველზე (შერჩევითი ფორმატი)

  • მონაწილეთა რაოდენობა: 16-20

  • სესიების რაოდენობა: 8 შეხვედრა

  • სესიების სიხშირე: კვირაში ერთხელ

  • სასწავლო საათები: 36 აკადემიური საათი (თითო სესია 4 სთ,შემაჯამებელი შეხვედრა 8 სთ)

  • სესიის დრო: სამშაბათი, 16:00 – 20:00 სთ

  • პროგრამის ვადები: 24 მარტი - 12 მაისი

კურსზე რეგისტრაცია

  • პერიოდი:

    24 მარტი - 12 მაისი

  • განრიგი:

    სამშაბათი, 16:00 – 20:00

  • ფორმატი:

    ფიზიკურ სივრცეში

  • შეხვედრების რაოდენობა:

    8

  • აკადემიური საათების რაოდენობა:

    36

EARLY BIRD ფასი:

2200 ლარი

დარჩენილია:

01 : 10 : 10 : 55

ჩვეულებრივ:

2500 ლარი

სილაბუსის გადმოწერა

რუსუდან თელია

უფროსი ტრენერ-კონსულტანტი, ლიდერშიფის განვითარება, ორგანიზაციული ფსიქოლოგია, მენტალური ჯანმრთელობა.

Image

Values

ფასეულობები

ეს ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენი მუშაობის პრინციპებს და უზრუნველყოფს ხარისხიან სასწავლო გამოცდილებას

კომპეტენცია და ექსპერტიზა

ACT ინსტიტუტი ქმნის ხარისხიან საგანმანათლებლო გამოცდილებას ექსპერტების ჩართულობით. ჩვენ ვაძლიერებთ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს. ვეხმარებით მათ პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში, შედეგების მიღწევასა და პოტენციალის ზრდაში.

უწყვეტი განვითარება

ACT ინსტიტუტი აძლიერებს მომავლის ლიდერებს, რათა განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და არ შეწყვიტონ პიროვნული და პროფესიული ზრდა.

უწყვეტი განვითარება

ACT ინსტიტუტი აძლიერებს მომავლის ლიდერებს, რათა განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და არ შეწყვიტონ პიროვნული და პროფესიული ზრდა.

ინოვაციურობა

ჩვენ გამოწვევებს კრეატიულად ვუდგებით და გვჯერა, რომ ყოველთვის არსებობს უკეთესი ალტერნატივა, თუ მას საკმარისი მონდომებით ვეძებთ. ამიტომ, ACT Institute ყოველთვის ახალი მეთოდების ძიებაშია, იმისათვის, რომ სწავლების პროცესი გახადოს უფრო საინტერესო, საჭიროებებზე მორგებული და ეფექტიანი.

პრაგმატულობა

ჩვენ ვართ რეალურ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულები. გვიყვარს სიმარტივე და სიცხადე, რაც გვეხმარება რთული კონცეფციების მარტივად ახსნასა და ყოველდღიურ სამუშაო გარემოში გამოყენებად ინსაითებად გარდაქმნაში.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ACT ინსტიტუტი?

ACT ინსტიტუტი არის ACT-ის (ანალიზისა და კონსულტაციის გუნდი) საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიონალებისა და ორგანიზაციების განვითარებას საქართველოში. ჩვენი პროგრამები ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და უწყვეტ განვითარებაზე.​

ვინ არიან ACT ინსტიტუტის ტრენერები?

ჩვენი ტრენერები არიან თავიანთ სფეროში გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც პრაქტიკულ ცოდნასა და რეალურ გამოცდილებას უზიარებენ მონაწილეებს., აქვთ პოზიტიური ცვლილებების განხორციელების დიდი გამოცდილება და ბიზნესის ექსპერტიზა.

პროგრამები ონლაინ ტარდება თუ ფიზიკურ სივრცეში?

ACT ინსტიტუტი გთავაზობთ როგორც ონლაინ, ასევე ჰიბრიდულ და ფიზიკურ სივრცეში ჩატარებულ ტრენინგებს, რათა მოვერგოთ სხვადასხვა მონაწილეთა საჭიროებებს. გთხოვთ, კონკრეტული პროგრამის დეტალებისთვის ეწვიოთ მის გვერდს.​

შეიძლება ორგანიზაციამ მოითხოვოს მათზე მორგებული ტრენინგი?

რა თქმა უნდა, ACT ინსტიტუტი თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რათა შეიმუშაოს მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და ვორქშოფები - ვქმნით ისეთ პროგრმაებს, რომლებიც საუკეთესო შედეგს მოუტანს ჩვენს კლიენტებს, შესაბამისად გვაქვს კოლაბორაციის დიდი მზაობა.