ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი და ავტომატიზაცია
ისწავლე პროცესების მართვა, ანალიზი და ოპტიმიზაცია BPMN სტანდარტებით
„ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი და ავტომატიზაცია“ მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს ბიზნეს პროცესების სტრუქტურირებული მართვის მნიშვნელობა და დაეხმაროს მათ პროცესების აღწერაში, ანალიზში, ოპტიმიზაციაში, ავტომატიზაციასა და უწყვეტ გაუმჯობესებაში. პროგრამა ეფუძნება ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომებს და სწავლებისას პროცესების აღწერისთვის იყენებს ინდუსტრიაში მიღებულ ნახაზების და აღნიშვნების ერთიან სტანდარტიზებულ ენას (BPMN).
კურსში წარმოდგენილია მრავალი პრაქტიკული მაგალითი, რაც მონაწილეებს ეხმარება პროცესების რუკებზე ასახვაში, ანალიტიკის საფუძველზე ოპტიმიზაციის შესაძლებლობების აღმოჩენაში და ავტომატიზაციისთვის შესაფერისი პროცესების იდენტიფიცირებაში. ეს ხელს უწყობს კომპანიებს ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
ვისთვის არის ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის BPM პროგრამა განკუთვნილი
● ბიზნეს პროცესების მენეჯერბისთვის და პროცესების მართვის გუნდის წევრებისთვი
● ოპერაციების მენეჯერებისა და ოპერაციების განვითარების სპეციალისტებისთვის
● ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერებისთვის
● ბიზნეს და სისტემების ანალიტიკოსებისთვის
● სისტემების ანალიტიკოსებისა და მენეჯერებისთვის
● ყველა იმ პროფესიონალისთვის, რომელიც დაინტერესებულია პროცესების სტანდარტიზაციითა და ოპტიმიზაციით ორგანიზაციაში
პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა
სესია 1. ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის შესავალი და ძირითადი კონცეფციები (4 საათი)
BPM-ის განმარტება, რა საკითხებს ფარავს, მეთოდოლოგია და მიდგომები.
BPM-ის ისტორიული კონტექსტი, განვითარება და მისი როლი თანამედროვე ბიზნეს გარემოში.
BPM სრული ციკლი: დიზაინი, მოდელირება, აღსრულება, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია - რეალური მაგალითების განხილვით.
ტერმინები და კონცეფცია: პროცესი, ქვე-პროცესი, ამოცანა, “ვორქფლოუ”, პროცესის მფლობელი, და KPI- ები.
განსხვავება სხვა მსგავსი დისციპლინებისგან, როგორიც არის ბიზნეს პროცესების რეინჟინერია და TQM.
BPM-ის სარგებელი: გაუმჯობესებული ეფექტურობა, მომხმარებლის გამოცდილება, მოქნილობა, შესაბამისობა, ხარჯების შემცირება.
BPM-ის სიმწიფის მოდელის გაცნობა და გლობალური ჩარჩო APQC PCF.
სესია 2. BPMN (Business Process Model and Notation) – პროცესების აღწერისა და მოდელირების საერთაშორისო სტანდარტი (4 საათი)
BPMN 2.0 მიმოხილვა და რატომ არის ის გლობალური სტანდარტი პროცესების მოდელირებისთვის.
BPMN-ის ძირითადი ელემენტები: დასაწყისი/შუალედური მოვლენა/დასასრული, ამოცანა, ქვე-პროცესი, გზაგასაყარი (ექსკლუზიური, ინკლუზიური, პარალელური), თანმიმდევრული ნაკადი, შეტყობინებების ნაკადი.
თანამშრომლობითი ველი (Swimlanes) და დამოუკიდებელი ჩარჩო (Pools) როლების, დეპარტამენტებისა და ორგანიზაციებს შორის პროცესის აღსაწერად.
BPMN დიაგრამების შექმნის საიდუმლო და საუკეთესო პრაქტიკა.
მოდელირებისას ხშირი შეცდომები და როგორ უნდა ავარიდოთ მათ თავი.
მარტივი და კომპლექსური პროცესების დატანა რუკებზე BPMN ის გამოყენებით.
BPMN - დიაგრამების შესაქმნელი პროგრამები - დემონსტრაცია და სავარჯიშო.
სესია 3. პროცესების აღწერა, დიზაინი და ოპტიმიზაცია (4 საათი)
არსებული (AS-IS processes) მდგომარეობის აღწერა ინტერვიუს, დაკვირვებისა და დოკუმენტების ანალიზის გზით.
პროცესში შეფერხებების აღმოჩენა: დაგვიანება, პასის-მიცემა, მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი: (Cycle Time, Lead Time, Touch Time, and First Time Right (FTR)).
პროცესის ანალიზის იარაღების გაცნობა: SIPOC diagrams, Value Stream Mapping, RACI matrices, and Root Cause Analysis.
TO-BE პროცესის დიზაინი და მისი შესაბამისობა ორგანიზაციის სტრატეგიასთან და მომხმარებლის საჭიროებასთან.
Lean-მეთოდოლოგიის პრინციპები და „დანაგვიანების“ იდენტიფიცირება.
Six Sigma and the DMAIC ჩარჩოების გაცნობა.
სესია 4 – პროცესების ავტომატიზაციის შესავალი (2 საათი)
რა არის პროცესების ავტომატიზაცია? – განმარტება და როლი BPM-ში.
ავტომატიზაციის ტიპები:
Workflow Automation (სამუშაო ნაკადების ავტომატიზაცია)
Business Process Automation (BPA) – ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია
Robotic Process Automation (RPA) – რობოტული პროცესების ავტომატიზაცია
Intelligent Automation – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ავტომატიზაცია
ძირითადი სარგებელი და გამოწვევები
ავტომატიზაციის მზაობის შეფასება
ავტომატიზაციის ინსტრუმენტების მიმოხილვა
სესია 5 – პროცესების ავტომატიზაცია პრაქტიკაში (2 საათი)
ავტომატიზაციის ციკლი: იდენტიფიკაცია → დიზაინი → შექმნა → ტესტირება → დანერგვა → მონიტორინგი.
ავტომატიზაცია პრაქტიაკში - უნივერსალური მარტივი ბიზნეს პროცესის ავტოამტიზაცია რეალურ დროში (No-code ინსტრუმენტით)
ავტომატიზაციის შედეგების შეფასება: ძირითადი მეტრიკები (დროის დაზოგვა, შეცდომების შემცირება, ROI).
სესია 6. BPM აღსრულება და მონიტორინგი (4 საათი)
TO-BE პროცესის თარგმნა გამოსადეგ პროცედურებად და სამუშაო ინსტრუქციებად - მანუალური და ავტომატიზირებული მიდგომა.
ცვლილებების მენეჯმენტი და წინააღმდეგობის გადალახვა.
მმართველობის ჩარჩოს ჩამოყალიბება: როლების განსაზღვრა (პროცესი მფლობელები, წინამძღოლები), დოკუმენტაციის და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა.
აღსრულების მონიტორინგი და გაზომვა: KPI-ები, დეშბორდები, მუდმივი უკუკავშირის წრედი.
პროცესების მონაცემთა მოპოვება და ანალიტიკა (process mining and analytics) პრობლემების დროული აღმოჩენისთვის და მუდმივი გაუმჯობესებისთვის.
BPM კულტურის ორგანიზაციის ქსოვილში ჩართვა: ტრეინინგები, აღიარება, უკუკავშირის სისტემა, ლიდერშიპის ხედვებთან შესაბამისობა.
BPM სიმწიფის შეფასება და BPM ძალისხმევის გაფართოების მიზნის დასახვა.
პროგრამის ძირითადი შედეგები
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
BPM-ის ძირითადი პრინციპებისა და მიდგომების გააზრებას
პროცესების აღწერისა და ვიზუალიზაციის საერთაშორისო სტანდარტის (BPMN) გამოყენებას
პროცესების მახასიათებლების ანალიზს, დიზაინს და ოპტიმიზაციას
ოპერაციული პროცესების სტრუქტურირებას, ავტომატიზაციასა და ეფექტიან მართვას
ავტომატიზაციის შესაძლებლობების შეფასებას და შესაბამისი ტექნოლოგიების შერჩევას
ბიზნეს პროცესების აღსრულების მონიტორინგს და გაუმჯობესების არეალების იდენტიფიცირებას
კურსზე რეგისტრაცია
პერიოდი:
25.09.2025 - 23.10.2025
განრიგი:
ხუთშაბათი (17:00-21:00)
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში 4, ხოლო ონლაინ 2 შეხვედრა
შეხვედრების რაოდენობა:
6 შეხვედრა
აკადემიური საათების რაოდენობა:
20
EARLY BIRD ფასი:
1340
დარჩენილია:
ჩვეულებრივ:
1490 ლარი
Values
ფასეულობები
ეს ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენი მუშაობის პრინციპებს და უზრუნველყოფს ხარისხიან სასწავლო გამოცდილებას