თინათინ რუხაძის საავტორო პროგრამის „სტრატეგიული ლიდერობა“ მეორე ნაკადი დაიწყო - ACT Institute

თინათინ რუხაძის საავტორო პროგრამის „სტრატეგიული ლიდერობა“ მეორე ნაკადი დაიწყო

თინათინ რუხაძის საავტორო პროგრამის „სტრატეგიული ლიდერობა“ მეორე ნაკადი დაიწყო

თინათინ რუხაძის საავტორო პროგრამის „სტრატეგიული ლიდერობა“ პირველი ნაკადის წარმატებით დასრულების შემდეგ, ეისითი ინსტიტუტი უკვე მასპინძლობს ახალ მონაწილეებს. მეორე ნაკადის პირველი შეხვედრა 15 აპრილს გაიმართა და მონაწილეები მომდევნო ორი თვის განმავლობაში სტრატეგიული ლიდერობის პრაქტიკულ მიდგომებსა და ინსტრუმენტებზე იმუშავებენ.

პროგრამის პირველი ნაკადის შესახებ

პროგრამის პირველი ნაკადი 21 იანვრიდან 21 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და 10 პრაქტიკულ და ტრანსფორმაციულ შეხვედრას მოიცავდა, რომელთა მიზანი იყო თანამედროვე ლიდერებში სტრატეგიული აზროვნების გაძლიერება, რაც მათ ორგანიზაციებში ეფექტიანი ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარებათ.

პროგრამამ გააერთიანა 20 ტოპ-მენეჯერი სხვადასხვა ინდუსტრიიდან, რომლებმაც აქტიურად იმუშავეს საკუთარი ლიდერული ხედვის გაღრმავებაზე, გადაწყვეტილებების მიღების ხარისხის გაუმჯობესებასა და სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაზე.

სტრატეგიული ლიდერობის პროგრამა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ლიდერის იდენტობა და თვითცნობიერება, ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობა, სისტემური და ანალიტიკური აზროვნება, რთული გადაწყვეტილებების მიღება, ეფექტური კომუნიკაცია, ცვლილებების მართვა და სტრატეგიული დიზაინი.

პროგრამის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებისთვის იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდება, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გააანალიზონ გარემო, დაინახონ შესაძლებლობები, მართონ ცვლილებები და შექმნან მდგრადი სტრატეგიები საკუთარი ორგანიზაციებისთვის.

როგორ აფასებენ მონაწილეები პროგრამას?

„სესიები სავსე იყო რეალური ქეისების დეტალური განხილვით. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების არქიტექტურის პროცესის გააზრება აღმოჩნდა, თუ როგორ ყალიბდება ასეთი გადაწყვეტილებები.

ამ პროგრამიდან მთავარი, რაც მიმაქვს, არის მომავლის სტრატეგიული ხედვის დიზაინის შექმნის უნარი. ის გეხმარებათ ლიდერის მთავარი საზრისის პოვნაში - იმ მამოძრავებელი ძალის, რომელიც ლიდერობას ნამდვილ მნიშვნელობას აძლევს.“ - ელენე ოთარაშვილი, გენერალური მენეჯერი, Hotel Golden Tulip Design Tbilisi

„პირველი მნიშვნელოვანი შედეგი, რაც თიკას კურსმა მომცა, იყო პარტნიორებთან ურთიერთობის უკეთ დალაგება - კომპანიაში ფუნქციები და პასუხისმგებლობები გაცილებით უფრო ნაყოფიერად გადავინაწილეთ.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თანამშრომლებთან ურთიერთობა აღმოჩნდა. მეგონა, ამ მიმართულებით პრობლემა არ მქონდა, თუმცა პროგრამამ დამანახა, რომ გუნდის წევრებთან კომუნიკაციას სრულიად სხვა კუთხით უნდა მივუდგე.

პროგრამის მონაწილეებს გირჩევთ, სესიების განმავლობაში მოსმენილი ტექნიკები და მიდგომები დაუყოვნებლივ დანერგეთ თქვენს კომპანიებში და შედეგს ძალიან მალე დაინახავთ.“ - ლევან ლაბარტყავა, უძრავი ქონების ექსპერტი

ეისითი ინსტიტუტი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს ნდობისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ამ საინტერესო, ტრანსფორმაციულ პროცესში თანამონაწილეობისთვის.

  • გამოიწერეთ ჩვენი ინსაითები
  • გამოიწერეთ ჩვენი ინსაითები

Courses

გაეცანით ჩვენს მომავალ პროგრამებს