ტრადიციული, ხისტი მართვის მეთოდები ხშირად ვერ უმკლავდება თანამედროვე ბიზნესის სირთულესა და ცვლილებების სისწრაფეს, რაც იწვევს ნელ რეაგირებას, ინოვაციების ნაკლებობას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შემცირებას. ჩვენი ტრენინგი „ეჯაილ მაინდსეტის განვითარება“ მონაწილეებს ასწავლის ეჯაილის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, გახდნენ უფრო მოქნილები, ინოვაციურები და განივითარონ ადაპტაციის უნარები, რაც აუცილებელია მუდმივი განვითარებისა და წარმატებისთვის.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა დონის თანამშრომლისთვის, მენეჯერებისა და ლიდერებისთვის, ვისაც სურს გაიგოს და დანერგოს ეჯაილის პრინციპები საკუთარ სამუშაო პროცესებში.
მენეჯერები და გუნდის ლიდერები
პროექტის მენეჯერები
პროდუქტის მფლობელები
IT სპეციალისტები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაზრდილ ადაპტირებას ცვლილებებთან - ორგანიზაცია უფრო სწრაფად მოერგება ბაზრის მოთხოვნებს.
გაუმჯობესებულ ინოვაციურობას - ეჯაილი ხელს უწყობს კრეატიულობას და ახალი იდეების გენერირებას.
პროდუქტიულობის ზრდას - მოქნილი მეთოდოლოგიები აჩქარებს პროცესებს და ზრდის ეფექტურობას.
თანამშრომელთა ჩართულობის ზრდას - გუნდები უფრო მეტად არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
ეჯაილის მანიფესტის პრინციპებისა და ღირებულებების გაგებასა და დანერგვას.
სხვადასხვა ეჯაილ მეთოდოლოგიის (მაგ. Scrum, Kanban) ძირითადი კონცეფციების გაცნობას.
მოქნილი და ადაპტირებადი სამუშაო პროცესების შექმნას.
მუდმივი სწავლისა და გაუმჯობესების კულტურის განვითარებას.
გუნდში გამჭვირვალობის, თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს ეჯაილის ფილოსოფიის ყველა ძირითად ასპექტს.
ეჯაილის შესავალი: რა არის ეჯაილი, მისი ისტორია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.
ეჯაილის მანიფესტო და პრინციპები: ძირითადი ღირებულებები და მათი პრაქტიკული გამოყენება.
Scrum-ის საფუძვლები: Scrum-ის როლები, ივენთები და არტეფაქტები.
Kanban-ის საფუძვლები: Kanban-ის პრინციპები და მისი გამოყენება სამუშაო ნაკადის ვიზუალიზაციისთვის.
მუდმივი გაუმჯობესება: რეტროსპექტივები და სწავლის კულტურის დანერგვა.
ეჯაილ მაინდსეტის დანერგვა ორგანიზაციაში: გამოწვევები და წარმატებული დანერგვის სტრატეგიები.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
4-8 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები