ბევრ ახალ ან გამოუცდელ მენეჯერს უჭირს საკუთარი როლის სრულად გააზრება, რაც იწვევს არაეფექტურ დელეგირებას, გუნდის არასწორ მართვას და საერთო მიზნების მიღწევის სირთულეს. ეს ტრენინგი შექმნილია იმისთვის, რომ მენეჯერებს მიაწოდოს მყარი საფუძველი მენეჯმენტის ძირითად პრინციპებში, დაეხმაროს გააცნობიერონ მათი როლი, ფუნქციები და პასუხისმგებლობები - ეს თვითცნობიერებები გადაიტანონ პრაქტიკაში და დააიდენტიფიცირონ ის ასპექტები, რომელთა განვითარებაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, რაც უზრუნველყოფს გუნდის ეფექტურ მართვას და ორგანიზაციულ წარმატებას.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც იწყებს მენეჯერულ კარიერას ან სურს გაიღრმაოს ცოდნა მენეჯმენტის საფუძვლებში.
ახალი მენეჯერები
პოტენციური ლიდერები
გუნდის ლიდერები (Team Leads)
პროექტის მენეჯერები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაუმჯობესებულ ორგანიზაციულ გარემოს - მენეჯერები შეძლებენ პროცესების უკეთ ორგანიზებას.
გაზრდილ გუნდურ ეფექტურობას - გუნდები უფრო პროდუქტიულად იმუშავებენ მკაფიო მენეჯმენტის პირობებში.
უკეთეს გადაწყვეტილებებს - მენეჯერები მიიღებენ უფრო ინფორმირებულ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს.
შემცირებულ ოპერაციულ შეცდომებს - მენეჯმენტის სწორი პრინციპები ამცირებს შეცდომების რისკს.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
მენეჯერული როლის, ფუნქციების და პასუხისმგებლობების სრულად გაგებას.
ეფექტური დაგეგმვისა და მიზნების დასახვის ტექნიკების გამოყენებას.
ამოცანების სწორად ორგანიზებასა და დელეგირებას.
გუნდის მართვისა და კოორდინაციის ძირითადი პრინციპების დანერგვას.
გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას და რისკების იდენტიფიცირებას.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს მენეჯმენტის ყველა ძირითად ასპექტს:
მენეჯმენტის საფუძვლები: მენეჯერული როლის ევოლუცია და თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები.
დაგეგმვა, მიზნების დასახვა და კოორდინაცია
ორგანიზება და დელეგირება
მართვა და მოტივაცია: ლიდერობის სტილები, გუნდის მოტივირება და უკუკავშირი.
კონტროლი და მონიტორინგი: შესრულების მონიტორინგი, შეფასება და კორექტირება.
ცვლილებების მართვა: როგორ ვმართოთ ორგანიზაციული ცვლილებები ეფექტურად.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
4-8 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები