თანამედროვე ორგანიზაციებში ბევრი ახალი იდეა ინიცირდება, მაგრამ მათი წარმატებით განხორციელება არ ხდება, რადგან გუნდებში ნაკლებად არის განვითარებული პროექტული მართვის მაინდსეტი. ბევრ ორგანიზაციას უჭირს ინიციატივების პროექტებად ქცევა და ამ პროექტების დროულად, ბიუჯეტის ფარგლებში და ხარისხიანად დასრულება. ეს იწვევს რესურსების გაფლანგვას, დედლაინების დარღვევას და კლიენტების უკმაყოფილებას. ჩვენი ტრენინგი „პროექტების მართვა“ მონაწილეებს აძლიერებს პროექტის მართვის ძირითადი პრინციპებით, მეთოდოლოგიებითა და ინსტრუმენტებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტურად დაგეგმონ, შეასრულონ, აწარმოონ მონიტორინგი და წარმატებით დაასრულონ ნებისმიერი სირთულის პროექტი.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც ჩართულია პროექტების დაგეგმვაში, აღსრულებასა და ზედამხედველობაში.
პროექტის მენეჯერები და კოორდინატორები
გუნდის ლიდერები
ბიზნეს ანალიტიკოსები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
პროექტების წარმატების მაჩვენებლის ზრდას - მეტი პროექტი დასრულდება დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში.
რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას - რესურსები განაწილდება უფრო ეფექტურად.
გაუმჯობესებულ კომუნიკაციას - პროექტის გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია გახდება უფრო გამჭვირვალე და ეფექტური.
შემცირებულ რისკებს - მონაწილეები შეძლებენ პოტენციური რისკების იდენტიფიცირებას და მათ მართვას.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
პროექტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ფაზის გაგებასა და მართვას.
პროექტის მიზნების მკაფიოდ განსაზღვრას და სქოუფის მართვას.
პროექტის გრაფიკის, ბიუჯეტისა და რესურსების ეფექტურად დაგეგმვას.
რისკების იდენტიფიცირებას, შეფასებას და მათზე რეაგირებას.
პროექტის გუნდის მართვას, მოტივირებას და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს პროექტის მართვის ყველა ძირითად სფეროს.
პროექტის მართვის საფუძვლები: რა არის პროექტი, პროექტის სასიცოცხლო ციკლი და ძირითადი კონცეფციები.
პროექტის დაგეგმვა: მიზნები, სქოუფი, გრაფიკი, ბიუჯეტი და რესურსების დაგეგმვა.
რისკების მართვა: რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და მიტიგაცია.
პროექტის აღსრულება და მონიტორინგი: პროგრესის თვალყურის დევნება, ცვლილებების მართვა და ხარისხის უზრუნველყოფა.
პროექტის გუნდის მართვა: ლიდერობა, კომუნიკაცია და დაინტერესებული მხარეების მართვა.
პროექტის დახურვა: პროექტის ფორმალური დასრულება, გამოცდილებიდან სამომავლო გაკვეთილების სწავლა და ანგარიშგება.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
4-20 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები