გიორგი კალატოზიშვილი
გიორგი რეპუტაციის მართვის კომპანიის „მაინდერი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. არის ბიზნეს-ტრენერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და კონსულტანტი, სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორში მუშაობის 20+ წლიანი გამოცდილებით.
არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) კურსდამთავრებული ქოუჩი. გავლილი აქვს ტრენინგი მედიატორებისთვის, „მედიაცია: კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტიანი დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი“ (Partners Poland Mediation Centre, 2013 წ.) და სასერტიფიკატო კურსი მოლაპარაკებებში („მოლაპარაკებების ხელოვნება“, Growin, 2016 წ.).
2015 წელს დააფუძნა პარტნიორებთან ერთად საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანია „გროუინი“, რომლის მმართველი პარტნიორიც იყო 2016 წლამდე;
ჩართულია ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო პროცესში 2011 წლიდან. დღემდე მართავს ტრენინგებს და ლექციებს ეფექტური კომუნიკაციების, მოლაპარაკებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის და ტაქტიკის, კრიზისების მართვის და მარკეტინგის თემებზე ისეთ სასწავლებლებსა და ორგანიზაციებში, როგორიც არის: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, „კავკასიის უნივერსიტეტი“, „მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი "ალტერბრიჯი“, "ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" (GAU), „პიარ სკოლა“ (GAU), „სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“. ჩატარებული აქვს 300+ ღია და დახურული ტიპის ტრენინგი და მასტერკლასი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.












