
ეისითი ინსტიტუტში ბიზნეს მოქნილობის და ადაპტაციის პრაქტიკული პროგრამა წარმატებით დასრულდა.
Business Agility კურსი 18 თებერვლიდან 9 მარტამდე მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა მონაწილე პროფესიონალების აღჭურვას იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც აუცილებელია მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
ტექნოლოგიური პროგრესისა და მომხმარებლების დინამიკური მოლოდინების ფონზე, ორგანიზაციული მოქნილობა ბიზნესისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცა. ეისითი ინსტიტუტის პროგრამა სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს - ის დაეხმარა სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებსა და ლიდერებს, იმ მეთოდოლოგიებისა და პრაქტიკების ათვისებაში, რაც აუცილებელია ტრადიციული მართვის მოდელებიდან ადაპტურ და ეფექტურ სისტემებზე გადასასვლელად.
პროგრამის პრაქტიკული შედეგები
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ისეთი პრაქტიკული უნარები შეიძინეს, რომლებიც სამუშაო პროცესს უფრო სწრაფს და ეფექტურს ხდის:
ისწავლეს იმ ბარიერების პოვნა, რომლებიც ხელს უშლის ინოვაციებს;
შეიმუშავეს კომპანიის ტრანსფორმაციის გზამკვლევები და დანერგეს მართვის ისეთი მოდელები, რომლებიც ცვლილებებზე მყისიერი რეაგირების საშუალებას იძლევა;
გაეცნენ რესურსების სწორად გადანაწილების მეთოდებს და აითვისეს ისეთი ტექნიკები, რომლებიც ზრდის გუნდის პროდუქტიულობას და უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიან მართვას.
ვისთვის აღმოჩნდა პროგრამა ყველაზე ეფექტური?
Business Agility-მ გააერთიანა სხვადასხვა სექტორის პროფესიონალები, რომელთათვისაც ორგანიზაციული მოქნილობა სტრატეგიული პრიორიტეტია:
ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯერები, რომელთაც სურთ, მათმა კომპანიებმა სწრაფად უპასუხონ ბაზრის ახალ მოთხოვნებს.
„არაეჯაილ“ მიმართულების ლიდერები (HR, ფინანსები, მარკეტინგი), ვისთვისაც მნიშვნელოვანია საოპერაციო მოქნილობა და მხარდამჭერი ფუნქციების ტრანსფორმაცია.
პროექტებისა და პროდუქტების მენეჯერები, რომლებსაც სჭირდებათ მეთოდოლოგია ცვლილებების ხარისხიანად და ეფექტურად მართვისთვის.
კურსის განმავლობაში გამოყენებული რეალური ქეისები მონაწილეებს დაეხმარა, თეორიული კონცეფციები პირდაპირ დაეკავშირებინათ თავიანთი კომპანიების გამოწვევებთან. შედეგად, მათ შეძლეს Agile Mindset-ის ფორმირება, რაც სტატიკური იერარქიებიდან დინამიურ ეკოსისტემებზე გადასვლის მთავარი წინაპირობაა.
მონაწილეების შთაბეჭდილებები Business Agility პროგრამის შესახებ:
"ბიზნეს მოქნილობის კურსი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც, გარკვეულ წილად ჩართულია ორგანიზაციის განვითარებაში. დღეს იმდენად სწრაფად ვითარება მოვლენები ჩვენს ირგვლივ, რომ შეუძლებელია მოქნილობის გარეშე დაეწიო და ფეხი აუწყო განვითარებას. პროგრამამ მომცა პრაქტიკული ცოდნა და ინსტრუმენტები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს Business Agility და როგორ შეიძლება მისი ეფექტიანად დანერგვა ნებისმიერ ორგანიზაციაში." - მარიეტა მაჭარაშვილი, ბიზნეს ტრენერი, ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალი
"ჩემთვის, როგორც გუნდების დონეზე მომუშავე ეჯეილ ქოუჩისთვის, ძალიან ღირებული იყო ეს ტრენინგი, რადგან დავინახე ზუსტი ბმა ორგანიზაციულ ბიზნეს ეჯილითისა და გუნდების დონეზე ეჯეილ ტრანსფორმაციას შორის. პროგრამა დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში." - მარიამ ჩხვირკია, ეჯაილ ქოუჩი
"ეს კურსი იყო სუპერ სასარგებლო, გავიგე როგორ მუშაობს ორგანიზაციული მოქნილობა რეალურ გარემოში და რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს ბიზნეს ეჯილითის მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა.” - ნუცა ქაჯაია, IT პროექტების მენეჯერი, Scrum master
Business Agility პროგრამის მონაწილეებს ვულოცავთ კურსის წარმატებით დასრულებას და მადლობას ვუხდით ნდობისთვის.
ეისითი ინსტიტუტი აგრძელებს ორგანიზაციებისა და ინდივიდების გაძლიერებას პრაქტიკული და ტრანსფორმაციული პროგრამებით, რაც აუცილებელია თანამედროვე ცვლილებების ეპოქაში წარმატებული ნავიგაციისთვის.
Apr 3, 2026
Courses
გაეცანით ჩვენს მომავალ პროგრამებს
თითოეული პროგრამა შექმნილია იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებსაც თანამედროვე ორგანიზაციები აწყდებიან



