ტრანსფორმაციული ლიდერობის ვორქშოფი ორიენტირებულია მართვის სტილის ფუნდამენტურ ცვლილებაზე - კონტროლიდან ნდობაზე და იერარქიიდან თანამშრომლობაზე გადასვლაზე. გაურკვევლობის ეპოქაში ტრადიციული მიდგომები ეფექტურობას კარგავს, ამიტომ პროგრამის მიზანია ლიდერებს დაეხმაროს ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც აქცენტი ადამიანურ განვითარებასა და ინკლუზიურობაზე კეთდება. ეს პროცესი გულისხმობს ლიდერის ტრანსფორმაციას შთაგონების წყაროდ, რომელიც გუნდს აძლევს ავტონომიას, ზრდის მათ მდგრადობას და ხელს უწყობს ინოვაციური იდეების თავისუფალ გამოხატვას. საბოლოო ჯამში, ვორქშოფი მონაწილეებს სთავაზობს ხედვას, თუ როგორ გარდაქმნან ორგანიზაცია ცოცხალ, ადაპტაციურ სისტემად, სადაც თითოეული წევრის გაძლიერება საერთო წარმატების მთავარი წინაპირობაა.
ვისთვის არის ეს ვორქშოფი?
ეს ვორქშოფი განკუთვნილია იმ ლიდერებისთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ მართოს, არამედ გარდაქმნას თავისი გუნდი და შექმნას გარემო, სადაც ადამიანები იზრდებიან და ვითარდებიან
ტოპ მენეჯმენტი
საშუალო რგოლის მენეჯერები
ლიდერობის პოტენციალის მქონე თანამშრომლები
ბიზნესის მფლობელები
ვორქშოფის შინაარსი
თანამედროვე გარემოს გამოწვევებისა და შესაძლებლობების გააზრება ლიდერობის კონტექსტში
მართვისა და თანამშრომელთა მოტივაციის ტრადიციული და თანამედროვე მიდგომების შედარება
ტრანსფორმაციული ლიდერის უნარებისა და კომპეტენციების გაცნობა
ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, ნდობისა და გუნდურობის კულტურის შექმნა
გუნდის წევრების პოტენციალის აღმოჩენა და რეალიზების ხელშეწყობა
„მებაღე ლიდერის“ მეტაფორის გაცნობა და ტრანსფორმაციული პრაქტიკული ინსტრუმენტების ათვისება
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრადიციული და თანამედროვე ლიდერობის მიდგომების განსხვავებების გააზრება
საკუთარი ლიდერული სტილის გავლენის დანახვა გუნდის კულტურასა და შედეგებზე
ტრანსფორმაციული ლიდერობის პრინციპების გამოყენება თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის გასაძლიერებლად
ცვლილებების მართვისა და გუნდის განვითარების ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
4-8 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები

