ორგანიზაციებში ხშირად უჭირთ გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება და ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაცია, რაც იწვევს ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, რეაქტიულ გადაწყვეტილებებს და კონკურენტუნარიანობის შემცირებას. ორგანზიაციები, რომელთაც არ აქვთ განვითარების ხედვა და სტრატეგია, ხშირად ოკეანის შუაგულში გზააბნეულ ხომალდებს ემსგავსებიან. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტოპ მენეჯმენტს ჰქონდეს მკაფიო ხედვა და შესაბამისი სტრატეგია, თუ რა მიმართულებით უნდა გადაიდგას სამომავლო ნაბიჯები.
ჩვენი ტრენინგი „სტრატეგიული მენეჯმენტი და აზროვნება“ აძლიერებს ლიდერებს სტრატეგიული ანალიზის, ფორმულირებისა და განხორციელების ინსტრუმენტებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, შექმნან მდგრადი კონკურენტული უპირატესობა და უზრუნველყონ ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატება.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ლიდერისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს სტრატეგიული აზროვნება და მართვის უნარები.
ტოპ მენეჯმენტი
საშუალო რგოლის მენეჯერები
ბიზნესის მფლობელები
სტრატეგიული დაგეგმვის სპეციალისტები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
სტრატეგიული აზროვნების პრინციპების გაგებასა და დანერგვას.
გარე და შიდა გარემოს ანალიზის მეთოდების გამოყენებას.
ეფექტური სტრატეგიების ფორმულირებასა და განხორციელებას.
სტრატეგიული ინიციატივების მონიტორინგსა და შეფასებას.
ცვლილებების მართვას და ორგანიზაციის ადაპტირებას ბაზრის მოთხოვნებთან.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს სტრატეგიული მენეჯმენტის ყველა ძირითად ეტაპს.
სტრატეგიული აზროვნების შესავალი: რა არის სტრატეგია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.
გარემოს ანალიზი: გარე და შიდა ფაქტორების შეფასება
სტრატეგიის ფორმულირება: მიზნების დასახვა, სტრატეგიული არჩევანი და კონკურენტული უპირატესობის შექმნა.
სტრატეგიის აღსრულება
სტრატეგიის კონტროლი და შეფასება: პროგრესის მონიტორინგი და კორექტირება.
ცვლილებების მართვა და ინოვაცია: როგორ შევინარჩუნოთ მოქნილობა და სტრატეგიული უპირატესობა.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
8-16 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები

