„სიტყვის ძალა“ ლიდერობის განვითარების ინტენსიური, პრაქტიკაზე დაფუძნებული ვორქშოფია მათთვის, ვისაც სურს:
· გააცნობიერონ საკუთარი ენობრივი ჩვევები და კომუნიკაციური ნარატივი;
· უკეთესად გაიაზრონ ტრიგერები, შინაგანი კონფლიქტები და მათი ზეგავლენა გადაწყვეტილებებზე;
· ამოიცნონ სიტყვები და გზავნილები, რომლებიც ზღუდავენ მათ ლიდერულ უნარებსა და ზეგავლენას;
· განივითარონ ენობრივი უნარები, რომლებიც დაეხმარებათ მათ საკუთარი თავისა და გუნდის მოტივაციასა და პოტენციალის გახსნაში.
კომუნიკაციის პროცესში ხშირად ვვარდებით სემანტიკურ ხაფანგებში, რაც იწვევს გაუგებრობებს, დაძაბულობას და არასასურველ შედეგებს. არასწორად შერჩეულმა სიტყვამ ან ფრაზამ შეიძლება სრულიად შეცვალოს გზავნილის შინაარსი და გამოიწვიოს კონფლიქტი.
ვორქშოფი „სიტყვის ძალა - სემანტირკური ხაფანგები კომუნიკაციაში“ მონაწილეებს ასწავლის, თუ როგორ გამოიყენონ სიტყვები გააზრებულად, ამოიცნონ პოტენციური ხაფანგები, გაიაზრონ საკუთარი სიტყვის ძალა პირად ცხოვრებასა თუ კარიერაზე და ააშენონ უფრო ეფექტური და ნათელი ურთიერთობები.
ვისთვის არის ეს ვორქშოფი?
ეს ვორქშოფი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისთვისაც კომუნიკაცია სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
მენეჯერები ყველა დონეზე
გუნდის ლიდერები
პროექტის მენეჯერები
HR პროფესიონალები
გაყიდვების წრმომადგენლები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ვორქშოფის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაუმჯობესებულ კომუნიკაციას და შემცირებულ გაუგებრობებს.
შემცირებულ კონფლიქტებს გუნდის შიგნით და კლიენტებთან.
მოლაპარაკებების წარმატების გაზრდილ მაჩვენებელს.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ვორქშოფის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
სემანტიკური ხაფანგების ამოცნობასა და თავიდან არიდებას.
სიტყვების გააზრებულად შერჩევას გზავნილის სიზუსტისთვის.
კომუნიკაციის დროს აუდიტორიის გათვალისწინებას.
დამაჯერებელი და პოზიტიური ენის გამოყენებას.
რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის ეფექტურად მართვას.
პროგრამის ძირითადი მოდულები
პროგრამა მოიცავს კომუნიკაციის ლინგვისტურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს.
კომუნიკაციის საფუძვლები და სემანტიკა: როგორ მოქმედებს სიტყვა გზავნილზე, გარემოსა და მის ავტორზე.
სემანტიკური ხაფანგების ტიპები
ემოციური ენა და მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე
კომუნიკაცია რთულ სიტუაციებში და კონფლიქტების დროს.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
4-8 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები