ბევრი მენეჯერი კონცენტრირებულია მითითებების მიცემაზე, რაც ზღუდავს თანამშრომელთა დამოუკიდებლობასა და ზრდას. ქოუჩინგის მიდგომის ნაკლებობა აფერხებს პოტენციალის აღმოჩენას, ამცირებს მოტივაციას და იწვევს მაღალ ბრუნვას. ჩვენი ტრენინგი „ქოუჩინგი მენეჯერებისთვის (executive as a coach)“ აძლიერებს ლიდერებს ქოუჩინგის უნარებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, იყვნენ არა მხოლოდ მენეჯერები, არამედ მენტორები, რომლებიც ეხმარებიან თანამშრომლებს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაში და პოტენციალის რეალიზებაში.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ მენეჯერისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს მართვის სტილი ქოუჩინგის მეთოდების გამოყენებით.
ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯერები
გუნდის ლიდერები
პროექტის მენეჯერები
HR მენეჯერები
მენტორები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაზრდილი თანამშრომელთა მოტივაცია და ჩართულობა.
შემცირებული თანამშრომელთა ბრუნვა.
ახალი ლიდერების აღზრდა და გუნდის გაძლიერება.
გაუმჯობესებული პრობლემის გადაჭრისა და ინოვაციური აზროვნების უნარები გუნდში.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
ქოუჩინგის ძირითადი პრინციპებისა და მიდგომების გაგებას.
ეფექტური ქოუჩინგის სესიების ჩატარებას
აქტიური მოსმენის და ძლიერი კითხვების დასმის უნარების განვითარებას.
თანამშრომლებისთვის უკუკავშირის მიცემას, რომელიც მათ ზრდას უწყობს ხელს.
ქოუჩინგის კულტურის დანერგვას ორგანიზაციაში.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს ქოუჩინგის ყველა ძირითად ასპექტს ლიდერებისთვის.
ქოუჩინგის ფილოსოფია და ლიდერობასთან ინტეგრაცია – პრინციპები, კულტურა და ლიდერი, როგორც ქოუჩი.
ქოუჩინგის ძირითადი კომპეტენციები
ორგანიზაციული ქოუჩინგი - პრობლემიდან შესაძლებლობამდე, მოტივაცია, ჩართულობა და გუნდური ქოუჩინგი.
სტრატეგიული და ცვლილებების ქოუჩინგი - ხედვა, მისია, ცვლილებების მართვა და წინააღმდეგობების დაძლევა.
კომუნიკაციის ხელოვნება - ეფექტური საუბრები, კომუნიკაციის სტილი და კონსტრუქციული უკუკავშირი.
ადამიანური პოტენციალის განვითარება - ემოციური ინტელექტი, აზროვნების ჩვევები და პიროვნული ეფექტიანობა.
ქოუჩინგის გავლენა ბიზნესზე
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
16-24 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები