„მომავლის არქიტექტორი“ არის 3-დღიანი ინტენსიური პიროვნული განვითარების პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ცხოვრების არქიტექტორად იქცეთ. პროგრამა ეფუძნება ქოუჩინგის პრინციპებს, ღირებულებებსა და უნივერსალურ ადამიანურ ჭეშმარიტებებს. ეს არის მოგზაურობა საკუთარი შინაგანი რესურსების აღმოჩენისკენ, პარადიგმების შეცვლისა და მიზნების გაცნობიერებულად დაგეგმვისკენ, რათა შექმნათ ისეთი მომავალი, როგორსაც თავად ისურვებთ.
ვისთვის არის განკუთვნილი
პროგრამა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც:
მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და გადაწყვეტილებებზე;
ეძებს ახალ მიმართულებას, ენერგიასა და მოტივაციას;
სურს გააცნობიეროს საკუთარი ღირებულებები და ცხოვრებისეული მისია;
მზად არის პირადი და პროფესიული განვითარებისათვის;
არის მოქმედი ან მომავალი ლიდერი, რომელიც საკუთარი თავის უკეთ გაცნობით სხვების შთაგონებასაც შეძლებს.
პროგრამის შინაარსი
პროგრამა მოიცავს სამ სრულ დღეს, თითოეული დღის საკუთარი თემატური ხაზით:
დღე I – გამოფხიზლება და თვითშემეცნება
პირადი მიზნების და განვითარების გეგმების ფორმულირება
ქოუჩინგის არსისა და ინსტრუმენტების გაცნობა
საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტით კმაყოფილების შეფასება
წარმატების გააზრება, ფუნდამენტური პრინციპებისა და პარადიგმების როლი
დღე II – მოდელირება და ხედვის შექმნა
საკუთარი ღირებულებებისა და საზრისის აღმოჩენა
ცხოვრებისეული პარადიგმების შეცვლა და ახალი პერსპექტივების გახსნა
მომავლის ხედვის მოდელირება
ყველაზე ეფექტური ადამიანების ჩვევები და მათი პრაქტიკული გამოყენება
დღე III – ქმედება და ინტერაქცია
პრიორიტეტების დასმა და დროის მართვა
ურთიერთობების ჰარმონია და „ემოციური ბანკის“ კონცეფცია
ემპათიური მოსმენა და ეფექტური კომუნიკაცია
სინერგიის შექმნა და კოლაბორაციის უნარის გაძლიერება
მუდმივი განახლების (renewal) პროგრამა – ფიზიკურ, მენტალურ, ემოციურ და სულიერ დონეზე
პროგრამის შედეგები
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
გააცნობიერონ და გააძლიერონ საკუთარი ღირებულებები, პრინციპები და ფუნდამენტური მოტივატორები;
ჩამოაყალიბონ საკუთარი ცხოვრების მომავლის ხედვა და პერსონალური განვითარების გეგმა;
განივითარონ პროაქტიული აზროვნება და პარადიგმების შეცვლის უნარი;
ისწავლონ საკუთარი დროისა და რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება;
შექმნან ჯანსაღი ურთიერთობები და განივითარონ ემპათიური კომუნიკაცია;
იპოვონ შინაგანი ბალანსი და მუდმივი განახლების გზები;
დაინახონ საკუთარი თავი როგორც „მომავლის არქიტექტორი“, რომელსაც შეუძლია ცვლილებების მართვა და ცხოვრების მიზანმიმართული ფორმირება.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
24 სთ (3 დღე)
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები