„Grow & Win“ არის 4-დღიანი ინტენსიური, საავტორო გამოცდილება მათთვის, ვინც კომპანიის სათავეში დგას. ტოპ მენეჯერის ეფექტურობა პირდაპირპროპორციულია მისი შინაგანი მდგრადობისა და მენტალური თავისუფლების.
პროგრამა ფოკუსირებულია „შიგნიდან გარეთ“ ცვლილებაზე: ჩვენ ვანგრევთ იმ ქვეცნობიერ ბარიერებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც ზღუდავს ლიდერის პოტენციალს. აქ ხდება შიშების კონვერტაცია რესურსად და ახალი, სტრატეგიული ენერგიის გათავისუფლება, რაც აუცილებელია რთული ბიზნეს-გამოწვევების სამართავად და გუნდის შთაგონებისთვის.
ვისთვის არის განკუთვნილი
პროგრამა ექსკლუზიურად შექმნილია იმ ტოპ მენეჯერების, ბიზნესის მფლობელებისა და ლიდერებისთვის, რომლებიც:
ხედავენ პიროვნულ ტრანსფორმაციას, როგორც ბიზნესის მასშტაბირების მთავარ ბერკეტს.
მართავენ მაღალი პასუხისმგებლობის გარემოს და სჭირდებათ ემოციური მდგრადობის ახალი დონე.
გრძნობენ „მენტალურ ჭერს“ და ეძებენ გზას სტრატეგიული ენერგიის გასათავისუფლებლად.
აცნობიერებენ, რომ ლიდერის შინაგანი თავისუფლება განსაზღვრავს გუნდის ეფექტურობას.
მზად არიიან დაანგრიონ ძველი მენტალური მოდელები ახალი, მასშტაბური გამარჯვებებისთვის.
პროგრამის შინაარსი
დღე I – გამოფხიზლება
საკუთარი ცხოვრების რეალური სურათის დანახვა
ბედნიერებისა და წარმატების პირადი განმარტებების გააზრება
გადაწყვეტილებების ძალა და ფოკუსის მნიშვნელობა
ცხოვრების მაფორმირებელი ორი ძალა: ტკივილი და სიამოვნება
დღე II – აღმოჩენა
პიროვნული დამოუკიდებლობის დონეები და პროაქტიულობა
ღირებულებები, რწმენები და პარადიგმების აღმოჩენა
სოციალური ნიღბების მოხსნა და ნამდვილი „მეს“ გაცნობა
შფოთვისა და ზეგავლენის წრე — ენერგიის მართვის ინსტრუმენტები
დღე III – გათავისუფლება
წარსულის ტკივილისა და დამთრგუნველი გამოცდილებებისგან განთავისუფლება
პატიების, მიღებისა და საკუთარი თავის სიყვარულის პრაქტიკა
ჯგუფური მუშაობა და ემოციური განკურნება
საკუთარი იდენტობისა და ცხოვრების მისიის გაცნობიერება
დღე IV – მოდელირება
მომავლის ვიზუალიზაცია და პერსონალური ხედვის შექმნა
პრიორიტეტების დასმა და ქმედებების დაგეგმვა
„ცხოვრების გრძელვადიანი სცენარის შექმნა
მადლიერების კულტივაცია და განახლების ინსტრუმენტები
პროგრამის შედეგები
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
გააცნობიერონ საკუთარი ქცევების, ფიქრებისა და ემოციების ნამდვილი მოტივატორები;
გათავისუფლდნენ წარსული ტკივილისა და შეზღუდული რწმენებისგან;
შექმნან უფრო სიღრმისეული კავშირი საკუთარ ღირებულებებსა და საზრისთან;
განივითარონ პროაქტიული აზროვნება და პასუხისმგებლობის უნარი;
დაინახონ საკუთარი თავი ახალი პერსპექტივიდან და შექმნან სასურველი მომავლის სურათი;
შეიძინონ ემოციური ბალანსი, შინაგანი თავისუფლება და ძალა, რომელიც მათ რეალურ წარმატებასა და გამარჯვებამდე მიიყვანს.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
32 სთ (4 დღე)
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი შეხვედრები

