რას ვეყრდნობით მაშინ, როცა მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება გვიწევს? როგორ ვიღებ რთულ გადაწყვეტილებებს? რატომ ხდება, რომ ზოგჯერ თითქოს "ვიცით რა გვინდა", „ვიცით, რომ მართალი ვართ“, მაგრამ მაინც უკმაყოფილებას ვგრძნობთ? ხშირად, პროფესიონალები კარგავენ მიმართულებას, რადგან არ აქვთ გაცნობიერებული საკუთარი ფასეულობები, რაც იწვევს გაურკვევლობას, უკმაყოფილებას და არასწორ გადაწყვეტილებებს.
ფასეულობები ის შინაგანი კომპასია, რომელიც მიმართულებას აძლევს ჩვენს მიზნებს, არჩევანს, ურთიერთობებსა და სულიერ სიმშვიდეს. როცა ცხოვრობ შენს ნამდვილ ფასეულობებთან თანხვედრაში — ქმედებები ძალას იძენს, ხოლო მიზნები - აზრს.
ეს ვორქშოფი შექმნილია ლიდერებისთვის, რომლებიც მზად არიან ამოიცნონ საკუთარი ღირებულებების სისტემა და შეამოწმონ, რამდენად ეხმიანება მათი ცხოვრება შინაგან სიმართლეს.
ვისთვის არის ეს ვორქშოფი?
ეს ვორქშოფი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიონალისთვის, ვისაც სურს პიროვნული ზრდა და ცხოვრებისეული მიმართულების უკეთ გაცნობიერება.
ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი
ლიდერები და მენეჯერები
ახალგაზრდა პროფესიონალები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ვორქშოფის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაუმჯობესებული თანამშრომელთა ჩართულობა და მოტივაცია.
თანამშრომელთა გადაწყვეტილებების თანხვედრა ორგანიზაციულ ფასეულობებთან.
გაზრდილი თვითშეგნება და პიროვნული განვითარება.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ვორქშოფის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
საკუთარი ძირითადი ფასეულობების იდენტიფიცირებასა და გაცნობიერებას.
აღმოაჩენენ საკუთარ მთავარ ღირებულებებს, რომლებიც განაპირობებენ ქცევებსა და არჩევანს
დაინახავენ, როგორ ცვლის ღირებულებების გაცნობიერება ყოველდღიურობასა და მიზნების ფორმულირებას
შეამჩნევენ იმ შინაგან დაძაბულობას, რაც მაშინ ჩნდება, როცა მათი ქმედებები მათსავე ღირებულებებს არ ეთანხმება;
გაიაზრებენ, რა კვალს ტოვებს საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებები, რომელიც ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოდის;
ისწავლიან, როგორ ამოიცნონ ეგოს „ხაფანგი“ და როგორ მოიყვანონ საკუთარი გადაწყვეტილებები ფასეულობებთან თანხვედრაში;
გაცვლიან ხედვებსა და გამოცდილებას სხვა ლიდერებთან, რომლებიც შიდა სიცხადეს ეძებენ.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
4-8 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები