/

/

ფასეულობები და პიროვნული კომპასი

ფასეულობები და პიროვნული კომპასი

ღონისძიების შესახებ

ლიდერობის განვითარების ინტენსიური ვორქშოფი

რას ვეყრდნობით მაშინ, როცა მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება გვიწევს? როგორ ვიღებთ რთულ გადაწყვეტილებებს და რატომ ვგრძნობთ ზოგჯერ უკმაყოფილებას მაშინაც კი, როცა „ვიცით, რომ მართალი ვართ“?

ხშირად ეს გამოწვეულია იმით, რომ საკუთარი ფასეულობები ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული. ფასეულობები ჩვენი შინაგანი კომპასია - ისინი აძლევენ მიმართულებას მიზნებს, არჩევანსა და ურთიერთობებს. როცა ცხოვრობ საკუთარ ღირებულებებთან თანხვედრაში, ქმედებები იძენს ძალას, ხოლო მიზნები - აზრს.

ეისითი ინსტიტუტი გიწვევთ 4-საათიან ინტენსიურ ვორქშოფზე ფასეულობები და პიროვნული კომპასი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ შიდა სიცხადე და გადაწყვეტილებები საკუთარი ღირებულებების საფუძველზე.

ვორქშოფის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:

  • დააიდენტიფიცირონ საკუთარი ძირითადი ფასეულობები

  • გაიაზრონ, როგორ განსაზღვრავს ღირებულებები მათ ქცევებსა და არჩევანს

  • შეამჩნიონ შინაგანი დაძაბულობა, როცა ქმედებები ღირებულებებს არ შეესაბამება

  • ისწავლონ, როგორ მოიყვანონ გადაწყვეტილებები პირად ღირებულებებთან თანხვედრაში

  • გაცვალონ ხედვები და გამოცდილება სხვა ლიდერებთან, რომლებიც საკუთარ „პიროვნულ კომპასს“ ეძებენ

იპოვე შენი პიროვნული კომპასი, გააცნობიერე ძირითადი ფასეულობები და ისწავლე, როგორ აქციო ისინი სიძლიერედ, რომელიც შენს გადაწყვეტილებებსა და ლიდერობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

პროგრამის დეტალები

ფორმატი — დიდი აუდიტორია, ჯგუფური და ინდივიდუალური პრაქტიკები
ხანგრძლივობა — 4 საათი
ფასილიტატორითინათინ რუხაძე
ღონისძიების ენა — ქართული
თარიღი — 6 ნოემბერი, 2025
დრო — 16:00-20:00
ადგილი — Holiday Inn
ფასი — 220 ლარი

ღონისძიებაზე რეგისტრაცია
  • თარიღი:

    Nov 6, 2025, 4:00 PM

  • ფორმატი:

    Holiday Inn

  • ინფორმაცია კურსის შესახებ

  • პერიოდი:

    06.11.2025

  • განრიგი:

    16:00-20:00

  • ფორმატი:

    ფიზიკურ სივრცეში, Holiday Inn

  • შეხვედრების რაოდენობა:

    1