წარმატება და შემზღუდველი რწმენები
თვითშემეცნების ვორქშოფი, სადაც ლიდერები იწყებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.
ლიდერობის განვითარების ინტენსიური ვორქშოფი
როგორ ფიქრობ, რა ზღუდავს შენს შესაძლებლობებს ყველაზე მეტად: დრო, კომპეტენცია, რესურსები თუ საკუთარ თავში ღრმად დამკვიდრებული რწმენები, რომლებიც უხილავად ზემოქმედებენ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე?
ბევრი ლიდერი აწყდება შიდა შეზღუდვებსა და შემზღუდველ რწმენებს, რაც აფერხებს მათ ზრდას, ამცირებს თავდაჯერებულობას და ხელს უშლის სრული პოტენციალის რეალიზებას. ასეთი რწმენები ხშირად ქვეცნობიერია და უარყოფითად მოქმედებს როგორც გადაწყვეტილებების მიღებაზე, ისე ლიდერობის სტილზე.
ეისითი ინსტიტუტი გიწვევთ 4-საათიან ინტენსიურ ვორქშოფზე „წარმატება და შემზღუდველი რწმენები“, რომელიც დაგეხმარებათ შინაგანი ბარიერების ამოცნობასა და ტრანსფორმაციაში.
ვორქშოფის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:
დაინახონ საკუთარი ყველაზე ძლიერი შემზღუდავი რწმენები, რომლებიც ქვეცნობიერად მოქმედებენ
ისწავლონ მეთოდები მათი ამოცნობისა და გარდაქმნისთვის
გაცვალონ გამოცდილება სხვა ლიდერებთან, რომლებსაც მსგავს გამოწვევებთან უწევთ გამკლავება
მიიღონ პრაქტიკული ინსტრუმენტები ყოველდღიური გადაწყვეტილებების გასაუმჯობესებლად
ეს ვორქშოფი არის სივრცე თვითშემეცნებისა და განვითარებისათვის — სადაც ლიდერები იწყებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.
კურსზე რეგისტრაცია
პერიოდი:
09.10.2025
განრიგი:
16:00-20:00
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში, Rooms Tbilisi
შეხვედრების რაოდენობა:
1
აკადემიური საათების რაოდენობა:
4
ფასი:
220 ლარი
Values
ფასეულობები
ეს ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენი მუშაობის პრინციპებს და უზრუნველყოფს ხარისხიან სასწავლო გამოცდილებას