მოლაპარაკებების ხელოვნება
წარმატებული ურთიერთობები იწყება წარმატებული მოლაპარაკებებით

მოლაპარაკება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - სამსახურში, ოჯახში, მეგობრებთან თუ უცნობებთან.
მოლაპარაკების უნარის ნაკლებობა ხშირად იწვევს ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, არასასურველ შედეგებს და დაძაბულ ურთიერთობებს. ბევრ პროფესიონალს უჭირს საკუთარი ინტერესების დაცვა, პარტნიორის აქტიური მოსმენა და ურთიერთსასარგებლო შეთანხმებების მიღწევა.
„მოლაპარაკებების ძალა" არის ინტენსიური 2-დღიანი პროგრამა, რომელიც მონაწილეებს აღჭურავს ძირითადი სტრატეგიებით, აპრობირებული ტაქტიკებით და ფსიქოლოგიური ინსტრუმენტებით, რაც მათ საშუალებას მისცემს ნებისმიერ სიტუაციაში მიიღონ მაქსიმალური შედეგი და შეინარჩუნონ ძლიერი ურთიერთობები.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც უწევს მოლაპარაკება ბიზნესის, პროექტის ან სხვა საკითხების ირგვლივ:
მენეჯერი - ყველა დონეზე
გაყიდვების მენეჯერი - ბიზნეს ზრდის უზრუნველსაყოფად
პროექტის მენეჯერი - სტეიკჰოლდერებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის
კლიენტებთან მომუშავე პერსონალი - ურთიერთობების გაძლიერებისთვის
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
გააცნობიერონ საკუთარი მოლაპარაკების სტილი და ფსიქოლოგიური ტრიგერები
ამოიცნონ ძალის დინამიკა და შექმნან ბერკეტები
დაგეგმონ მოლაპარაკება სისტემურად (L-I-M, BATNA)
გაუმკლავდნენ აგრესიულ და მანიპულაციურ ტაქტიკებს
თავიდან აიცილონ ან წარმატებით გამოვიდნენ ჩიხური მოლაპარაკებებიდან
არ დათანხმდნენ არარეალურ პირობებს ემოციური ზეწოლის ქვეშ
იმუშაონ ინტერესებზე და არა მხოლოდ პოზიციებზე
მიაღწიონ შედეგს ურთიერთობის დაზიანების გარეშე
გაზარდონ წარმატებული მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების ალბათობა
შეიმუშაონ საკუთარი განვითარების პერსონალური გეგმა
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
დღე 1 - მოლაპარაკების არსი და სტრატეგიული ჩარჩო
მოლაპარაკების საფუძვლები:
რატომ უჭირთ ადამიანებს ეფექტური მოლაპარაკება - მახეები, მითები, შეცდომები.
მოლაპარაკება როგორც ინტერესების, აღქმების, ძალისა და ემოციების თამაში.
ინტერესების მართვა და მომზადება:
პოზიცია vs ინტერესი - რატომ იჭედება მოლაპარაკება.
მოდელები და ინსტრუმენტები: ჰარვარდის მოდელი და BATNA - ალტერნატივის მნიშვნელობა.
L-I-M მოდელი - სასურველი, რეალისტური და მინიმალური შედეგი.
ZOPA - შეთანხმების შესაძლო ზონა და პოზიციებს შორის განსხვავების მნიშვნელობა.
დღე 2 - მოლაპარაკების ფსიქოლოგია, ტაქტიკები და შედეგი
ბერკეტები და სავაჭრო ტაქტიკები:
ბერკეტები - პირველი შეთავაზება, ღუზის ეფექტი, დროისა და დედლაინების გავლენა.
დათმობა vs გაცვლა - რატომ არ მუშაობს ერთმხრივი დათმობა.
ფსიქოლოგიური ფაქტორები და რეაგირება:
ემოციური ტრიგერები - სტატუსი, კონტროლი, უსამართლობა, დაკარგვის შიში.
ემოციების მართვა და რეაქცია vs გააზრებული პასუხი.
მანიპულაციები - გავრცელებული ხრიკები და წინააღმდეგობის სტრატეგიები.
კრიზისის მართვა და დახურვა:
ჩიხი - როგორ ავირიდოთ და როგორ დავძლიოთ.
შედეგი vs ურთიერთობა - წარმატებული შეთანხმების ორი მხარე.
მეთოდოლოგია
თეორია (20%) - მოკლე, ინფორმატიული თეორიული ჩარჩოები, რომლებიც ქმნის საკითხის ფუნდამენტურ გაგებას.
პრაქტიკული სავარჯიშოები და სიმულაციები (40%) - პრაქტიკული სწავლება რეალური გამოცდილების, როლური თამაშებისა და ინტენსიური ჯგუფური აქტივობების მეშვეობით.
ქეისების ანალიზი და განხილვა (30%) - რეალური ბიზნეს სიტუაციების განხილვა და მონაწილეებთან იდეების გაცვლა.
რეფლექსია და პირადი ჩანაწერები (10%) - საკუთარი გამოცდილების გააზრება და ახალი ინტეგრირებული ხედვის ფორმირება.
კურსზე რეგისტრაცია
პერიოდი:
26-27 ივნისი
განრიგი:
10:00-17:30
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
2
აკადემიური საათების რაოდენობა:
15
750 ლარი





