თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში, ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ზრდის მაინდსეტის განვითარებას, უფრო ადაპტირებადი, ინოვაციური და წარმატებულები არიან. ფიქსირებული მაინდსეტი ზღუდავს თანამშრომლების პოტენციალს, აფერხებს სწავლას და იწვევს ცვლილებებისადმი რეზისტენტობას. ჩვენი ტრენინგი „ზრდის მაინდსეტი და ფიქსირებული მაინდსეტი“ დაეხმარება თქვენს გუნდს, გააცნობიეროს ამ ორი აზროვნების ტიპის გავლენა, იპოვოს საკუთარი მაინდსეტის ჩრდილოვანი წერტილები და აქციოს ზრდის პოტენციალად - საბოლოოდ კი, განავითაროს ზრდის მაინდსეტი, რაც აუცილებელია მუდმივი განვითარებისა და ინოვაციებისთვის.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა რგოლის თანამშრომლისთვის, მენეჯერებისა და ლიდერებისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს საკუთარი და გუნდის ადაპტურობისა და განვითარების დონე.
ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი
მენეჯერები და გუნდის ლიდერები
ინდივიდები, რომლებიც ეძებენ პირად და პროფესიულ განვითარებას
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
განასხვავონ ზრდის მაინდსეტი ფიქსირებული მაინდსეტისგან და გაიგონ მათი გავლენა ეფექტიანობასა და პროდუქტიულობაზე.
შეძლებენ დააიდენტიფიცირონ შემზღუდველი რწმენები და პატერნები.
საკუთარ თავში ზრდის მაინდსეტის განვითარების სტრატეგიების გამოყენებას.
წარუმატებლობის აღქმას, როგორც შესაძლებლობად სწავლისა და ზრდისთვის.
სხვებში ზრდის მაინდსეტის წახალისებასა და მხარდაჭერას.
გამოწვევების მიღებას და მათთან გამკლავებას პოზიტიური და პროაქტიული მიდგომით.
პროგრამის ძირითადი მოდულები
მაინდსეტი 1.0.1. რა არის ზრდის და ფიქსირებული მაინდსეტი და მათი გავლენა.
ნეიროპლასტიურობა და გონების გავლენა
გამოწვევები, როგორც შესაძლებლობები
ზრდის მაინდსეტის დანერგვა გუნდში
პრაქტიკული მიდგომები და ყოველდღიური ჩვევები ზრდის მაინდსეტის გასაძლიერებლად.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
4-16 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები

