მენეჯერების დიდი ნაწილი თავს არიდებს რთულ საუბრებს, რაც იწვევს პრობლემების გაჭიანურებას, თანამშრომლების დემოტივაციასა და გუნდური შედეგების გაუარესებას. ხშირად, უკუკავშირი აღიქმება როგორც კრიტიკა და არა როგორც განვითარების შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო აბრკოლებს გუნდის წინსვლას. ჩვენი ტრენინგი „უკუკავშირის ხელოვნება“ მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და თავდაჯერებულობას, რათა ნებისმიერი უკუკავშირი აქციონ გუნდის განვითარების შესაძლებლობად, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ორგანიზაციულ პროდუქტიულობაზე. სწორედ ამიტომ, კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემისა და მიღების უნარი ნებისმიერი რგოლის მენეჯერისა თუ გუნდის წევრისთვის აუცილებელია.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს კომუნიკაციის უნარები და დანერგოს უკუკავშირის ეფექტური კულტურა საკუთარ გუნდში.
ტოპ და შუა რგოლის მენეჯერები
პროექტის მენეჯერები
HR ბიზნეს პარტნიორები
ნებისმიერი პროფესიონალი, რომელსაც უწევს გუნდების მართვა
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაზრდილ პროდუქტიულობას - დროული და ეფექტური უკუკავშირი აჩქარებს პრობლემების გადაჭრას, ზრდის თანამშრომელთა მოტივაციას და ხელს უწყობს მიზნების უფრო სწრაფად მიღწევას.
გაუმჯობესებულ თანამშრომელთა ჩართულობას - თანამშრომლები, რომლებიც იღებენ ხარისხიან უკუკავშირს, თავს დაფასებულად გრძნობენ, მეტად მოტივირებულები არიან და აქტიურად არიან ჩართულნი კომპანიის საქმიანობაში.
შემცირებულ კონფლიქტებს - ღია და კონსტრუქციული კომუნიკაციის კულტურა ამცირებს გაუგებრობებს, დაძაბულობას და ხელს უწყობს ჰარმონიული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას.
გაძლიერებულ ლიდერებს - მენეჯერები ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და ეფექტიანები უკუკავშირის მიცემისა და მიღების პროცესში, რაც აძლიერებს მათ ლიდერულ თვისებებს.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
კონსტრუქციული უკუკავშირის დაგეგმვასა და სტრუქტურირებას.
პოზიტიური და „მაკორექტირებელი“ უკუკავშირის დაბალანსებულად მიწოდებას.
რთული საუბრების დამაჯერებლად და ემპათიურად წარმართვას.
უკუკავშირის კულტურის შექმნასა და დანერგვას საკუთარ გუნდში.
თავად უკუკავშირის პროფესიონალურად მიღებას.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს თემებს, რომლებიც უკუკავშირის ფსიქოლოგიიდან დაწყებული, პრაქტიკულ გამოყენებამდე, ყველა მნიშვნელოვან ასპექტს ფარავს.
უკუკავშირის ფსიქოლოგია: რატომ არის ის რთული და როგორ დავძლიოთ ბარიერები?
ეფექტური უკუკავშირის მნიშვნელობა
ეფექტური უკუკავშირის გაცემა და მიღება
პრაქტიკული მოდელები და მათი გამოყენება.
ემოციების მართვა და ემპათიური კომუნიკაცია რთული საუბრებისას.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
8-16 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები