სტრატეგიული HR პროგრამის მიზანია მონაწილეებს დაეხმაროს:
ორგანიზაციის წარმატებაში სტრატეგიული HR-ის მნიშვნელობის და კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისობის გადააზრებაში, თანამშრომლების პროდუქტიულობის და ეფექტურობის ზრდის პრინციპების გაანალიზებაში და ჯამურად ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდის გზების მოძიებაში.
პროგრამა აერთიანებს თანამედროვე HR სტრატეგიებს, რეალურ მაგალითებს (ქეისებსა) და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს HR პროფესიონალებს და მენეჯმენტის წარმომადგენლებს ადამიანური კაპიტალის ეფექტურად მართვასა და ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდაში.
გარდა ჯგუფური სესიებისა, თითოეული ტრენინგის მონაწილეს ექნება შესაძლებლობა მენტორთან ჩანიშნოს ინდივიდუალური შეხვედრები (1-2 შეხვედრა), რათა კიდევ უფრო კონკრეტული ინფორმაცია და მასზე მორგებული მხარდაჭერა მიიღოს სასურველი საკითხების შესახებ - იქნება ეს კონცეფციების შინაარსობრივი მხარე თუ მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის ტექნიკები.
პროგრამის ძირითადი შედეგები
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
სტრატეგიული HR-ის ძირითადი პრინციპებისა და მიდგომების გააზრებას.
HR სტრატეგიის შემუშავებასა და ბიზნესის მიზნებთან დაკავშირებას.
ნიჭიერების მართვის (Talent Management) სტრატეგიების დაგეგმვას.
ორგანიზაციული დიზაინისა და კულტურის გაუმჯობესების გზების შესწავლას.
ცვლილებების მართვის პროცესის ეფექტურად წარმართვას.
HR მონაცემებისა და ანალიტიკის გამოყენებას გადაწყვეტილებების მისაღებად.
პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
კორპორატიული სტრატეგიის შესაბამისი HR სტრატეგიის ჩამოყალიბება
HR სტრატეგიისა და ორგანიზაციული სტრატეგიის თანხვედრა, ბიზნეს ქეისების განხილვა, ბიზნესის ამოცანების თარგმა HR სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში;
შიდა ორგანიზაციული კვლევები, HR მეტრიკები და ანალიტიკა: EBM მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ორგანიზაციის განვითარების თითოეული ეტაპზე ინფორმირებულობა და მიღებული მონაცემების ანალიზი;
დაგეგმილი და მიღწეული შედეგების ანალიზი.
ტალანტების განვითარება და მენეჯემენტი
თანამშრომლების გამოცდილების მართვა (EX)
ტალანტების მოძიებისა და ადაპტაციის ეფექტური სტრატეგიები
განვითარების სისტემები (მენტორინგი, ქოუჩინგი, სწავლების ფორმები)
შეფასების სისტემები (MBO, 360 გრადუსიანი შეფასება, მეწყივილის შეფასება)
ჩართულობა და შენარჩუნება.
ორგანიზაციული კულტურა, როგორც კონკურენტული უპირატესობა
ორგანიზაციული კულტურა თქვენი კომპანიის სტრატეგიული წარმატების მხარდაჭერისთვის.
მიკუთვნებულობის განცდა ორგანიზაციაში, RESPECT მოდელი, ორგანიზაციული მოქალაქეობრიობა (Organization OC)
ორგანიზაციული კულტურის მხარდამჭერი მეთოდოლოგიები,
ლიდერის და გუნდის გავლენა ორგანიზაციის კულტურის ჩამოყალიბებაზე.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
16-24 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები

