ბევრ ორგანიზაციას უჭირს თანამშრომელთა შეფასების ეფექტური სისტემის დანერგვა, რაც ხშირად იწვევს დემოტივაციას, გაურკვევლობას და არასამართლიან შეფასებებს. ეს აფერხებს თანამშრომლების განვითარებას და ხელს უშლის ორგანიზაციული მიზნების მიღწევას. ჩვენი ტრენინგი „პერფორმანსის შეფასება და უკუკავშირის სისტემა“ მენეჯერებს აძლიერებს პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რათა ააგონ გამჭვირვალე, სამართლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემა, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ორგანიზაციულ პროდუქტიულობაზე.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს თანამშრომელთა შეფასების პროცესი და დანერგოს უკუკავშირის ეფექტური კულტურა.
მენეჯერები ყველა დონეზე
გუნდის ლიდერები (Team Leads)
HR ბიზნეს პარტნიორები
პროექტის მენეჯერები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაუმჯობესებულ თანამშრომელთა ჩართულობას - სამართლიანი შეფასება ზრდის თანამშრომლების მოტივაციას და ჩართულობას.
გაზრდილ პროდუქტიულობას - მკაფიო მიზნები და რეგულარული უკუკავშირი აუმჯობესებს პერფორმანსს.
ადამიანური კაპიტალის განვითარებას - სისტემატიზებული შეფასება ხელს უწყობს თანამშრომელთა პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებას.
ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს - შეფასების მონაცემები ეხმარება მენეჯმენტს ინფორმირებული და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
პერფორმანსის შეფასების ძირითადი პრინციპებისა და მიზნების გაგებას.
პერფორმანსის შესაბამისი მიზნების დასახვას და მონიტორინგს.
სხვადასხვა შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებას.
განვითარების გეგმების შექმნას და თანამშრომლების მხარდაჭერას.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს პერფორმანსის მართვისა და შეფასების ყველა ძირითად ასპექტს.
პერფორმანსის მართვის საფუძვლები: მიზნები, პროცესები და მნიშვნელობა.
მიზნების დასახვა და შესრულების ინდიკატორები
სისტემური უკუკავშირის მიცემა და მიღება: ეფექტური უკუკავშირის მოდელები და ტექნიკები.
შეფასების მეთოდები: სხვადასხვა მიდგომა და მათი გამოყენება.
განვითარების გეგმები და მონიტორინგი: შეფასების შედეგების გამოყენება განვითარებისთვის.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
4-8 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები