თანამედროვე ბიზნეს გარემო ხასიათდება მუდმივი და სწრაფი ცვლილებებით, რაც ლიდერებს უქმნის გამოწვევებს. ტრადიციული ლიდერობის მიდგომები ხშირად ვერ უმკლავდება ამ დინამიკას, რაც იწვევს ორგანიზაციულ სტაგნაციას, თანამშრომელთა წინააღმდეგობას და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს. ჩვენი ტრენინგი „ადაპტური ლიდერობა და ცვლილებების მართვა“ აძლიერებს ლიდერებს იმ უნარებით, რაც საჭიროა ცვლილებების ეფექტურად მართვისთვის, გუნდის ადაპტირებისთვის და ორგანიზაციის მდგრადი ზრდისთვის.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ლიდერისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს ცვლილებების მართვისა და ადაპტური ლიდერობის უნარები.
ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯერები
გუნდის ლიდერები
პროექტის მენეჯერები
ცვლილებების აგენტები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაუმჯობესებულ ორგანიზაციულ ადაპტირებას ცვლილებებთან.
შემცირებულ წინააღმდეგობას ცვლილებებისადმი.
გაძლიერებულ ლიდერულ უნარებს კრიზისულ სიტუაციებში.
ინოვაციებისა და ზრდის კულტურის ხელშეწყობას.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
ადაპტური ლიდერობის პრინციპების გაგებასა და დანერგვას.
ცვლილებების მართვის სხვადასხვა მოდელისა და ტექნიკის გამოყენებას.
თანამშრომელთა რეზისტენტულების მართვას და მათ ჩართულობას ცვლილებების პროცესში.
გუნდის მოტივირებასა და მხარდაჭერას ცვლილებების პერიოდში.
ცვლილებების ზრდის შესაძლებლობებად ქცევას.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს ადაპტური ლიდერობისა და ცვლილებების მართვის ყველა ძირითად ასპექტს.
ადაპტური ლიდერობის საფუძვლები: რა არის ადაპტური ლიდერობა და რატომ არის ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
ცვლილებების ფსიქოლოგია: როგორ რეაგირებენ ადამიანები ცვლილებებზე.
ცვლილებების მართვის მოდელები
კომუნიკაცია ცვლილებების დროს
წინააღმდეგობის დაძლევა და ჩართულობის გაზრდა.
ადაპტური გუნდების მშენებლობა და მდგრადობის უზრუნველყოფა.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
16-24 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები