კონფლიქტები სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათი არაეფექტური მართვა იწვევს გუნდური მუშაობის შეფერხებას, თანამშრომელთა უკმაყოფილებას და საერთო პროდუქტიულობის შემცირებას. უმეტესად კონფლიქტი უარყოფითი კონოტაციით აღიქმება, მაგრამ რეალურად აზრტა სხვადასხვაობა, განსხვავებული მოსაზრებების „ჭიდილი“ გვაძლევს საშუალებას გავარღვიოთ ნაცადი მეთოდები და კომფორტის ზონა. ასეთ დროს, ემოციებს მიღმა თუ გავიხედავთ, შესაძლოა ურთიერთობების გამყარებისა და განვითარების დიდი პოტენციალიც აღმოვაჩინოთ - ამისთვის, რა თქმა უნდა, უმთავრესია კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა.
ჩვენი ტრენინგი „კონფლიქტების მართვა“ მონაწილეებს აძლიერებს პრაქტიკული სტრატეგიებითა და ინსტრუმენტებით, რათა კონფლიქტები გადააქციონ ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობად, ნაცვლად დესტრუქციული ძალისა.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს კონფლიქტების მართვის უნარები და ხელი შეუწყოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.
მენეჯერები ყველა დონეზე
გუნდის ლიდერები
HR სპეციალისტები
თანამშრომლები, რომლებიც ხშირად ურთიერთობენ კლიენტებთან ან გუნდის წევრებთან (მხარდამჭერის გუნდები)
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაუმჯობესებულ გუნდურ მუშაობას - კონფლიქტების ეფექტური გადაწყვეტა აძლიერებს თანამშრომლობას და ნდობას გუნდში.
შემცირებულ სტრესს და გაუმჯობესებულ მორალს - კონფლიქტების სწრაფი და სამართლიანი მოგვარება ქმნის უფრო პოზიტიურ და ნაკლებად სტრესულ გარემოს.
გაუმჯობესებულ პრობლემის გადაჭრის უნარებს - მონაწილეები ისწავლიან კონფლიქტების ძირეული მიზეზების იდენტიფიცირებას და ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიებას.
გაძლიერებულ კომუნიკაციას -კონფლიქტების მართვის უნარები პირდაპირ კავშირშია უკეთეს ინტერპერსონალური კომუნიკაციასთან და სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის აღქმასთან.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
კონფლიქტის ტიპების იდენტიფიცირებას და მათი გამომწვევი მიზეზების გაგებას.
კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას და მის დროულად მოგვარებას.
კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას.
ემოციების ეფექტურად მართვას კონფლიქტურ სიტუაციებში.
კომუნიკაციის ტექნიკების გამოყენებას კონფლიქტების კონსტრუქციულად გადასაჭრელად.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
კონფლიქტის ბუნება: რა არის კონფლიქტი, მისი ტიპები და გამომწვევი მიზეზები.
კონფლიქტის სახეები და გამომწვევი მიზეზები
კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები
ემოციური ინტელექტის როლი კონფლიქტში
რეალურ ქეისებზე დაფუძნებული როლური თამაშები და სავარჯიშოები.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
4-12 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები