გუნდების არაეფექტური მართვა იწვევს დაბალ პროდუქტიულობას, შიდა კონფლიქტებს, თანამშრომელთა დემოტივაციას და საერთო მიზნების მიუღწევლობას. ბევრ მენეჯერს უჭირს გუნდური დინამიკის გაგება, როლების სწორად განაწილება და თანამშრომლების მოტივირება. ჩვენი ტრენინგი „გუნდის მართვა“ აძლიერებს მენეჯერებს იმ უნარებითა და ინსტრუმენტებით, რაც საჭიროა ძლიერი, შეკრული და მაღალშედეგიანი გუნდების ასაშენებლად და სამართავად.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც სურს გააძლიეროს გუნდის მართვის უნარები.
მენეჯერები ყველა დონეზე
გუნდის ლიდერები
პროექტის მენეჯერები
დეპარტამენტის ხელმძღვანელები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
გაზრდილი გუნდური პროდუქტიულობა და ეფექტიანობა.
გაუმჯობესებული გუნდური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
შემცირებული შიდა კონფლიქტები და გაუგებრობები.
მაღალი მოტივაცია და თანამშრომელთა ჩართულობა.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
გუნდური დინამიკის გაგებასა და გუნდის განვითარების ეტაპების მართვას.
როლებისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრას.
ეფექტური კომუნიკაციისა და უკუკავშირის სისტემების დანერგვას.
კონფლიქტების კონსტრუქციულად მოგვარებას გუნდში.
გუნდის მოტივირებასა და მაღალი შედეგების მიღწევას.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს გუნდის მართვის ყველა ძირითად ასპექტს.
გუნდის საფუძვლები: რა არის გუნდი, მისი ტიპები და მნიშვნელობა.
გუნდის განვითარების ეტაპები
როლები და პასუხისმგებლობები
გუნდური კომუნიკაცია და უკუკავშირი
კონფლიქტების მართვა გუნდში
გუნდის შეკვრა ღირებულებებით, მიზნისა და მისიის გარშემო
დელეგირების ტექნიკები
თანამშრომლების გაძლიერება და გაძლიერების დონეები
მრავალთაობიანი და მრავალფეროვანი გუნდების მართვა
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
8-16 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები