თანამედროვე ბიზნეს გარემოში, ტექნიკური უნარების გარდა, მენეჯერებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ემოციურ ინტელექტს (EQ). ემოციური ინტელექტის ნაკლებობა იწვევს გაუგებრობებს, დაბალ მოტივაციას, კონფლიქტებს და არაეფექტურ ლიდერობას. ჩვენი ტრენინგი „ემოციური ინტელექტი (EQ) მენეჯერებისთვის“ დაეხმარება თქვენს ლიდერებსა და მენეჯერებს გაიგონ და მართონ საკუთარი და სხვების ემოციები, რაც აუცილებელია ძლიერი გუნდების მშენებლობისა და საერთო წარმატებისთვის.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა დონის მენეჯერისთვის და ლიდერისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს საკუთარი ემოციური ინტელექტი და მისი გამოყენება გუნდის მართვაში.
ახალი და გამოცდილი მენეჯერები
გუნდის ლიდერები
პროექტის მენეჯერები
ტოპ მენეჯმენტი
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
საკუთარი ემოციების ამოცნობასა და მართვას (თვითშეგნება და თვითრეგულირება).
სხვების ემოციების გაგებასა და მათზე სათანადო რეაგირებას (ემპათია).
ეფექტური ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებას (სოციალური უნარები).
საკუთარი თავის და სხვების მოტივირებას საერთო მიზნების მისაღწევად.
ემოციური ინტელექტის გამოყენებას რთული გადაწყვეტილებების მიღებისას.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
ემოციური ინტელექტის საფუძვლები: რა არის EQ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ლიდერისთვის.
თვითშეგნება და თვითრეგულირება
ემპათია: სხვების ემოციების გაგება და მათი პერსპექტივის გაზიარება.
EQ-ს როლი სოციალურ ურთიერთობებში
მოტივაცია და გავლენა: როგორ გამოვიყენოთ EQ სხვების შთაგონებისა და მოტივირებისთვის.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
8-20 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები

