მენეჯერები ხშირად გადატვირთულები არიან ამოცანებით, რადგან უჭირთ ეფექტური დელეგირება, რაც ხშირად მიკრომენეჯმენტს იწვევს. ეს ზღუდავს თანამშრომლების განვითარებას, ამცირებს მათ დამოუკიდებლობას და იწვევს მენეჯერის გადაწვას. დელეგირების ნაკლებობა აფერხებს ორგანიზაციულ ზრდას და ინოვაციებს. ჩვენი ტრენინგი „დელეგირება და თანამშრომელთა გაძლიერება“ მენეჯერებს ასწავლის, თუ როგორ მოახდინონ ამოცანების სწორად დელეგირება, გააძლიერონ თანამშრომლები და შექმნან კულტურა, სადაც ინიციატივა და პასუხისმგებლობა წახალისებულია.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ეს ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს დელეგირებისა და თანამშრომელთა გაძლიერების უნარები.
მენეჯერები ყველა დონეზე
გუნდის ლიდერები
პროექტის მენეჯერები
პროგრამის ძირითადი შედეგები
ტრენინგის შედეგად თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:
მენეჯერის დროის ოპტიმიზაცია და პროდუქტიულობის ზრდა.
თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და პასუხისმგებლობის ზრდა.
გუნდის განვითარება და ახალი ლიდერების აღზრდა.
ორგანიზაციული მოქნილობისა და ადაპტირების გაუმჯობესება.
რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:
დელეგირების ძირითადი პრინციპებისა და სარგებლის გაგებას.
ამოცანების სწორად შერჩევას დელეგირებისთვის.
ეფექტური დელეგირების პროცესის განხორციელებას (მკაფიო მითითებები, მხარდაჭერა, მონიტორინგი).
თანამშრომლების გაძლიერებასა და მათი დამოუკიდებლობის წახალისებას.
უკუკავშირის მიცემას დელეგირებული ამოცანების შესრულებაზე.
პროგრამის ძირითადი მოდულები
ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.
პროგრამა მოიცავს დელეგირებისა და თანამშრომელთა გაძლიერების ყველა ძირითად ასპექტს.
დელეგირების მნიშვნელობა: რატომ არის ის აუცილებელი მენეჯერისთვის და გუნდისთვის.
რა უნდა დადელეგირდეს და რა არა
დელეგირების ეფექტური პროცესი
თანამშრომელთა გაძლიერება: ნდობა, ავტონომია და მხარდაჭერა.
უკუკავშირი და მონიტორინგი დელეგირებისას.
დელეგირების გამოწვევები და მათი დაძლევა.
ინფორმაცია
პერიოდი:
დამკვეთთან შეთანხმებით
აკადემიური საათების რაოდენობა:
8-16 სთ
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში
შეხვედრების რაოდენობა:
სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები