/

ბიზნესისთვის

/

ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი და ავტომატიზაცია

ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი და ავტომატიზაცია

პროცესების სტრუქტურირება, ოპტიმიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია ეფექტიანობისთვის.

ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი და ავტომატიზაცია“ მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს ბიზნეს პროცესების სტრუქტურირებული მართვის მნიშვნელობა და დაეხმაროს მათ პროცესების აღწერაში, ანალიზში, ოპტიმიზაციაში, ავტომატიზაციასა და უწყვეტ გაუმჯობესებაში. პროგრამა ეფუძნება ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომებს და სწავლებისას პროცესების აღწერისთვის იყენებს ინდუსტრიაში მიღებულ ნახაზების და აღნიშვნების ერთიან სტანდარტიზებულ ენას (BPMN).

კურსში წარმოდგენილია მრავალი პრაქტიკული მაგალითი, რაც მონაწილეებს ეხმარება პროცესების რუკებზე ასახვაში, ანალიტიკის საფუძველზე ოპტიმიზაციის შესაძლებლობების აღმოჩენაში და ავტომატიზაციისთვის შესაფერისი პროცესების იდენტიფიცირებაში. ეს ხელს უწყობს კომპანიებს ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

ვისთვის არის ეს პროგრამა?

  • ბიზნეს პროცესების მენეჯერბისთვის და პროცესების მართვის გუნდის წევრებისთვი

  • ოპერაციების მენეჯერებისა და ოპერაციების განვითარების სპეციალისტებისთვის 

  • ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერებისთვის 

  • ბიზნეს და სისტემების ანალიტიკოსებისთვის 

  • სისტემების ანალიტიკოსებისა და მენეჯერებისთვის 

  • ყველა იმ პროფესიონალისთვის, რომელიც დაინტერესებულია პროცესების სტანდარტიზაციითა და ოპტიმიზაციით ორგანიზაციაში 

პროგრამის ძირითადი შედეგები

  • გაუმჯობესებული პროცესების ოპერაციული ეფექტიანობა და პროდუქტიულობა.

  • გაზრდილი მოგება და შემცირებული ხარჯები.

  • გაუმჯობესებული მომხმარებლის გამოცდილება და პროცესების ხარისხი.

  • გაძლიერებული ორგანიზაციული მოქნილობა და კონკურენტუნარიანობა.

  • თანამშრომელთა გაუმჯობესებული ჩართულობა და მოტივაცია.

რის მიღწევას შეძლებენ მონაწილეები

პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენი გუნდის წევრები შეძლებენ:

  • BPM-ის ძირითადი პრინციპებისა და მიდგომების გააზრებას.

  • პროცესების აღწერისა და ვიზუალიზაციის საერთაშორისო სტანდარტის (BPMN) გამოყენებას.

  • პროცესების მახასიათებლების ანალიზს, დიზაინს და ოპტიმიზაციას.

  • ოპერაციული პროცესების სტრუქტურირებას, ავტომატიზაციასა და ეფექტიან მართვას.

  • ავტომატიზაციის შესაძლებლობების შეფასებას და შესაბამისი ტექნოლოგიების შერჩევას.

  • ბიზნეს პროცესების აღსრულების მონიტორინგს და გაუმჯობესების არეალების იდენტიფიცირებას.

პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა

ჩვენი პროგრამის მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სრულად ვარგებთ თქვენი კომპანიის სპეციფიკურ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს თქვენი ორგანიზაციისთვის.

სესია 1. ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის შესავალი და ძირითადი კონცეფციები (4 საათი)

  • BPM-ის განმარტება, რა საკითხებს ფარავს, მეთოდოლოგია და მიდგომები.

  • BPM-ის ისტორიული კონტექსტი, განვითარება და მისი როლი თანამედროვე ბიზნეს გარემოში.

  • BPM სრული ციკლი: დიზაინი, მოდელირება, აღსრულება, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია - რეალური მაგალითების განხილვით.

  • ტერმინები და კონცეფცია: პროცესი, ქვე-პროცესი, ამოცანა, “ვორქფლოუ”, პროცესის მფლობელი, და KPI- ები.

  • განსხვავება სხვა მსგავსი დისციპლინებისგან, როგორიც არის ბიზნეს პროცესების რეინჟინერია და TQM.

  • BPM-ის სარგებელი: გაუმჯობესებული ეფექტურობა, მომხმარებლის გამოცდილება, მოქნილობა, შესაბამისობა, ხარჯების შემცირება.

  • BPM-ის სიმწიფის მოდელის გაცნობა და გლობალური ჩარჩო APQC PCF.

სესია 2. BPMN (Business Process Model and Notation) – პროცესების აღწერისა და მოდელირების საერთაშორისო სტანდარტი (4 საათი)

  • BPMN 2.0 მიმოხილვა და რატომ არის ის გლობალური სტანდარტი პროცესების მოდელირებისთვის.

  • BPMN-ის ძირითადი ელემენტები: დასაწყისი/შუალედური მოვლენა/დასასრული, ამოცანა, ქვე-პროცესი, გზაგასაყარი (ექსკლუზიური, ინკლუზიური, პარალელური), თანმიმდევრული ნაკადი, შეტყობინებების ნაკადი.

  • თანამშრომლობითი ველი (Swimlanes) და დამოუკიდებელი ჩარჩო (Pools) როლების, დეპარტამენტებისა და ორგანიზაციებს შორის პროცესის აღსაწერად.

  • BPMN დიაგრამების შექმნის საიდუმლო და საუკეთესო პრაქტიკა.

  • მოდელირებისას ხშირი შეცდომები და როგორ უნდა ავარიდოთ მათ თავი.

  • მარტივი და კომპლექსური პროცესების დატანა რუკებზე BPMN ის გამოყენებით.

  • BPMN - დიაგრამების შესაქმნელი პროგრამები - დემონსტრაცია და სავარჯიშო.

სესია 3. პროცესების აღწერა, დიზაინი და ოპტიმიზაცია (4 საათი)

  • არსებული (AS-IS processes) მდგომარეობის აღწერა ინტერვიუს, დაკვირვებისა და დოკუმენტების ანალიზის გზით.

  • პროცესში შეფერხებების აღმოჩენა: დაგვიანება, პასის-მიცემა, მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

  • თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი: (Cycle Time, Lead Time, Touch Time, and First Time Right (FTR)).

  • პროცესის ანალიზის იარაღების გაცნობა: SIPOC diagrams, Value Stream Mapping, RACI matrices, and Root Cause Analysis.

  • TO-BE პროცესის დიზაინი და მისი შესაბამისობა ორგანიზაციის სტრატეგიასთან და მომხმარებლის საჭიროებასთან.

  • Lean-მეთოდოლოგიის პრინციპები და „დანაგვიანების“ იდენტიფიცირება.

  • Six Sigma and the DMAIC ჩარჩოების გაცნობა.

სესია 4 – პროცესების ავტომატიზაციის შესავალი (2 საათი)

  • რა არის პროცესების ავტომატიზაცია? – განმარტება და როლი BPM-ში.

  • ავტომატიზაციის ტიპები:

    • Workflow Automation (სამუშაო ნაკადების ავტომატიზაცია)

    • Business Process Automation (BPA) – ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია

    • Robotic Process Automation (RPA) – რობოტული პროცესების ავტომატიზაცია

    • Intelligent Automation – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ავტომატიზაცია

  • ძირითადი სარგებელი და გამოწვევები

  • ავტომატიზაციის მზაობის შეფასება

  • ავტომატიზაციის ინსტრუმენტების მიმოხილვა

სესია 5 – პროცესების ავტომატიზაცია პრაქტიკაში (2 საათი)

  • ავტომატიზაციის ციკლი: იდენტიფიკაცია → დიზაინი → შექმნა → ტესტირება → დანერგვა → მონიტორინგი.

  • ავტომატიზაცია პრაქტიაკში - უნივერსალური მარტივი ბიზნეს პროცესის ავტოამტიზაცია რეალურ დროში (No-code ინსტრუმენტით)

  • ავტომატიზაციის შედეგების შეფასება: ძირითადი მეტრიკები (დროის დაზოგვა, შეცდომების შემცირება, ROI).

სესია 6. BPM აღსრულება და მონიტორინგი  (4 საათი)

  • TO-BE პროცესის თარგმნა გამოსადეგ პროცედურებად და სამუშაო ინსტრუქციებად - მანუალური და ავტომატიზირებული მიდგომა.

  • ცვლილებების მენეჯმენტი და წინააღმდეგობის გადალახვა.

  • მმართველობის ჩარჩოს ჩამოყალიბება: როლების განსაზღვრა (პროცესი მფლობელები, წინამძღოლები), დოკუმენტაციის და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა.

  • აღსრულების მონიტორინგი და გაზომვა: KPI-ები, დეშბორდები, მუდმივი უკუკავშირის წრედი.

  • პროცესების მონაცემთა მოპოვება და ანალიტიკა (process mining and analytics) პრობლემების დროული აღმოჩენისთვის და მუდმივი გაუმჯობესებისთვის.

  • BPM კულტურის ორგანიზაციის ქსოვილში ჩართვა: ტრეინინგები, აღიარება, უკუკავშირის სისტემა, ლიდერშიპის ხედვებთან შესაბამისობა.

  • BPM სიმწიფის შეფასება და BPM ძალისხმევის გაფართოების მიზნის დასახვა.

ინფორმაცია
  • პერიოდი:

    დამკვეთთან შეთანხმებით

  • აკადემიური საათების რაოდენობა:

    8-20 სთ

  • ფორმატი:

    ფიზიკურ სივრცეში

  • შეხვედრების რაოდენობა:

    სრულდღიანი ან 4 საათიანი შეხვედრები

ნინო კუპატაძე

უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი, ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი

ნინო კუპატაძე

უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი, ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი

ნინო კუპატაძე

უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი, ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

თუ კიდევ რამეს ვერ ხვდები, მგონი არაა ეს საშენო ადგილი, მარა მაინც, აჰა გადაღეჭილი.

რა არის ACT ინსტიტუტი?

ACT ინსტიტუტი არის ACT-ის (ანალიზისა და კონსულტაციის გუნდი) საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიონალებისა და ორგანიზაციების განვითარებას საქართველოში. ჩვენი პროგრამები ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და უწყვეტ განვითარებაზე.​

ვინ არიან ACT ინსტიტუტის ტრენერები?

ჩვენი ტრენერები არიან თავიანთ სფეროში გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც პრაქტიკულ ცოდნასა და რეალურ გამოცდილებას უზიარებენ მონაწილეებს., აქვთ პოზიტიური ცვლილებების განხორციელების დიდი გამოცდილება და ბიზნესის ექსპერტიზა.

პროგრამები ონლაინ ტარდება თუ ფიზიკურ სივრცეში?

ACT ინსტიტუტი გთავაზობთ როგორც ონლაინ, ასევე ჰიბრიდულ და ფიზიკურ სივრცეში ჩატარებულ ტრენინგებს, რათა მოვერგოთ სხვადასხვა მონაწილეთა საჭიროებებს. გთხოვთ, კონკრეტული პროგრამის დეტალებისთვის ეწვიოთ მის გვერდს.​

შეიძლება ორგანიზაციამ მოითხოვოს მათზე მორგებული ტრენინგი?

რა თქმა უნდა, ACT ინსტიტუტი თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რათა შეიმუშაოს მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და ვორქშოფები - ვქმნით ისეთ პროგრმაებს, რომლებიც საუკეთესო შედეგს მოუტანს ჩვენს კლიენტებს, შესაბამისად გვაქვს კოლაბორაციის დიდი მზაობა.