ადაპტური ლიდერობა (III)
ღონისძიების შესახებ
ლიდერობის განვითარების ინტენსიური ვორქშოფი
თანამედროვე ბიზნეს გარემო ხშირად არის არასტაბილური და არაპროგნოზირებადი. ცვლილებები, კრიზისები და გარე ფაქტორები ლიდერებს აყენებს გამოწვევების წინაშე, რასაც ტრადიციული მენეჯმენტის მიდგომები ვეღარ უმკლავდება.
ტურბულენტობა არაეფექტური მენეჯმენტის შემთხვევაში იწვევს გუნდის დემოტივაციას, გაურკვევლობას, ინიციატივის ნაკლებობას და ორგანიზაციულ სტაგნაციას.
ეისითი ინსტიტუტი მართავს 4-საათიან ინტერაქციულ ვორქშოფს „ადაპტური ლიდერობა“, რომელსაც უძღვება რუსუდან თელია.
„ადაპტური ლიდერობა“ დაგეხმარებათ განივითაროთ უნარები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ:
ეფექტურად იხელმძღვანელოთ კრიზისულ სიტუაციებში
მიიღოთ სწრაფი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები
გაზარდოთ გუნდის მოტივაცია და ჩართულობა
მოახდინოთ ადაპტაცია ბიზნესის სწრაფად ცვალებად გარემოში
ეს ვორქშოფი არის სივრცე გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის, სადაც ლიდერობა ხდება მოქნილი, შედეგზე ორიენტირებული და შთამაგონებელი.
პროგრამის დეტალები
ფორმატი — დიდი აუდიტორია, ჯგუფური და ინდივიდუალური პრაქტიკები
ხანგრძლივობა — 4 საათი
ფასილიტატორი — რუსუდან თელია
ღონისძიების ენა — ქართული
თარიღი — 4 დეკემბერი, 2025
დრო — 16:00-20:00
ლოკაცია - Holiday Inn Tbilisi
ფასი — 220 ლარი
ღონისძიებაზე რეგისტრაცია
თარიღი:
Dec 4, 2025, 4:00 PM
ფორმატი:
Holiday Inn
ინფორმაცია კურსის შესახებ
პერიოდი:
04.12.2025
განრიგი:
16:00-20:00
ფორმატი:
ფიზიკურ სივრცეში, Holiday Inn
შეხვედრების რაოდენობა:
1