ბიზნეს ანალიზი - IQBBA სასერტიფიკატო კურსი
გახდი საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნეს ანალიტიკოსი.
ბიზნეს ანალიზი აერთიანებს სტრატეგიულ ხედვას ტექნიკურ კომპეტენციასთან და წარმოადგენს თანამედროვე ციფრული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პერსპექტიულ მიმართულებას. ბიზნეს ანალიზის მთავარი მიზანია კომპანიების საჭიროებების ზუსტი იდენტიფიცირება და მათთვის ეფექტიანი, ღირებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემოთავაზება, რაც ზრდის პროექტების წარმატების ალბათობას და ბიზნესის ეფექტიანობას.
IQBBA (International Qualification Board for Business Analysis) სასერტიფიკატო კურსი სპეციალურად შექმნილია იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ არა მხოლოდ ბიზნეს ანალიზის საფუძვლების ათვისებას, არამედ საერთაშორისო აღიარების მოპოვებას და სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარებას. კურსი ეფუძნება IQBBA-ს სილაბუსსა და სტანდარტებს, რაც მონაწილეებს აძლევს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც საჭირო არის როგორც სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის, ასევე ყოველდღიური სამუშაოსთვის.
ბიზნეს ანალიზის პროგრამა მიზნად ისახავს ინდივიდების აღჭურვას იმ უნარებითა და ტექნიკებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ეფექტურად განახორციელონ ბიზნეს ანალიზის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ვისთვის არის "ბიზნეს ანალიზი - IQBBA სასერტიფიკატო კურსი" განკუთვნილი?
ბიზნეს ანალიზის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს ბიზნეს ანალიტიკოსი, გაიღრმავოს არსებული ცოდნა ბიზნეს ანალიზში, წარმატებით ჩააბაროს IQBBA საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა და მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება. უფრო ზუსტად, ვის შეუძლია კურსის გავლა:
არსებულ ბიზნეს ანალიტიკოსებს (junior, mid-level & senior), რომლებსაც აქვთ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სურთ გააუმჯობესონ თავიანთი უნარები, ცოდნა და ტექნიკები ბიზნეს ანალიზის დარგში და მოემზადონ IQBBA გამოცდისთვის.
დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც ახორცხიელებენ ბიზნეს ანალიზის საქმიანობას კომპანიაში, მიუხედევად იმისა თუ რა პოზიციას/როლს იკავებენ, აქვთ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით და სურთ IQBBA სერტიფიკატის მიღება.
ტრენინგის მონაწილეები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას B2 დონეზე, რაც აუცილებელია საერთაშორისო გამოცდის ჩასაბარებლად.
პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა
კურსი მოიცავს 20 აკადემიურ საათს, რაც გადანაწილებულია 10 შეხვედრის ფარგლებში (ჰიბრიდულ ფორმატში) და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ბიზნეს ანალიზის საფუძვლები
ბიზნეს ანალიზის საფუძველი
ბიზნეს ანალიზის უპირატესობები
ვინ არის ბიზნეს ანალიტიკოსი
ბიზნეს ანალიტიკოსის როლი და გამოწვევები
ბიზნეს ანალიზის უნარები და ტექნიკები
სტრატეგიული ფიქრი და ანალიზი
სტრატეგიული ანალიზის ძირითადი ცნებები
შიდა ფაქტორების ანალიზი:
ხედვა, მისია, ბიზნეს მიზნები;
ბიზნეს პროცესების ანალიზი;
Gap ანალიზი.
გარე ფაქტორების ანალიზი:
ბაზრის კვლევა და ანალიზი
მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება;
დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება;
ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზება და ანალიზი;
პროექტის ინიცირება.
ბიზნეს ანალიზის პროცესის მართვა
შესავალი ბიზნეს ანალიზის პროცესის მართვაში
ბიზნეს ანალიზის მიდგომები
კომუნიკაცია
პროდუქტები
ინსტრუმენტები და ტექნიკები
მოთხოვნების ანალიზი
მოთხოვნების გამოვლენა
ანალიზი და მოდელირება
სპეციფიკაცია
ვერიფიკაცია და ვალიდაცია
მოთხოვნების მენეჯმენტი
მოთხოვნების ინფორმაციული არქიტექტურა
მოთხოვნების კომუნიკაცია
მიკვლევადობა
კონფიგურაციის მართვა
გადაწყვეტის მასშტაბის მართვა
ხარისხის უზრუნველყოფა
ბიზნეს ანალიზის ინსტრუმენტები და ტექნიკები
ბიზნეს ანალიზის ინსტრუმენტები
ბიზნეს ანალიზის ტექნიკები
მოდელირება და ნოტაცია
კურსის ძირითადი შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები:
სრულად გაეცნობიან IQBBA სასერტიფიკატო გამოცდის მოთხოვნებს და სტრუქტურას.
შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიცირებას და ანალიზს.
შეიმუშავებენ და დააფიქსირებენ გასაგებ და სტრუქტურირებულ მოთხოვნებს.
გახდებიან ეფექტური კომუნიკატორები ბიზნესსა და IT გუნდებს შორის.
მოემზადებიან საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.
IQBBA-ის შესაბამის შიდა სიმულაციურ გამოცდაზე 90%+ ქულის მიღების შემთხვევაში მონაწილე მიიღებს ლექტორისგან წერილობითი რეკომენდაციას.
კურსზე რეგისტრაცია
პერიოდი:
25.09.2025 - 23.10.2025
განრიგი:
სამშაბათ-ხუთშაბათი, 20:00-22:00
ფორმატი:
ჰიბრიდული (2 შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში, 8 ონლაინ)
შეხვედრების რაოდენობა:
10 შეხვედრა
აკადემიური საათების რაოდენობა:
20
EARLY BIRD ფასი:
1590 ლარი
დარჩენილია:
ჩვეულებრივ:
1790 ლარი
Values
ფასეულობები
ეს ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენი მუშაობის პრინციპებს და უზრუნველყოფს ხარისხიან სასწავლო გამოცდილებას